ალექსანდრე მოწერელიამ უკმაყოფილო მოქალაქეები სასაუბროდ გუბერნიაში მიიწვია
ზუგდიდის გამგეობის და ააიპ "ცენტრალური ბიბლიოთელის" ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც "ქართული ოცნების" ოფისთან მთავრობის წარმომადგენლებს თითქმის სამი საათი ელოდებოდნენ, რეგიონის ახალ გუბერნატორს ალექსანდრე მოწერელიას და თბილისის მერს კახა კალაძეს ესაუბრნენ. ამასთან ისინი ისინი მოწერელიამ გუბერნიაში დაიბარა და უთხრა, რომ ყველა მათგანს მოუსმენს. "ორშაბათს თერთმეტ საათზე გელოდებით ჩემთან. ყველას სათითაოდ მოგისმენთ", - უთხრა მათ გუბერნატორმა. გამგეობიდან გათავისუფლებულია ადამიანები ამბობენ, რომ ისინი სამსახურიდან უკანონოდ დაითხოვეს და "ქართული ოცნების" ლიდერებს სწორედ ამ საკითხით დაინტერება სთხოვეს. მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ ისინი ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს მამუკა წოწერიას დაუპირისპირდნენ. ყოფილი საჯარო მოხელეები სამსახურიდან გათავისუფლებას მას აბრალაებენ, რასაც წოწერია კატეგორიულად უარყოფს. ახალ გუბერნატორს ასევე გაესაუბრა მოქალაქე ლალი ანთია, რომელიც, მის თქმით, ზუგდიდში შექმნილი ვითარებით არის უკმაყოფლო და ადგილობრივ ხელისუფლებას ნეპოტიზმში ადანაშაულებს. პარტიის ლიდერებს ზუგდიდის ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც შეხვდნენ. ბაზრის დირექტორის მოადგილემ ნონა ნიჟარაძემ თბილისის მერს კახა კალაძეს უთხრა, რომ ზუგდიდის მერიამ საკრებულოს წევრის მამას მათი კუთვნილი ღობე დაუკანონეს. საუბარია შპს "სუპერმარკეტის" მიმდებარე ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე, რომელიც ცოტა ხნის წინ ადამიანების ჯგუფზე დაკანონდა და მშენებლობის ნებართვა გაიცა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati Google+: https://plus.google.com/u/1/116211701... Twitter: / atinati1059 Instagram: / radioatinati1059fm
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ალექსანდრე მოწერელიამ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მ...
Georgian Dream SZS
ალექსანდრე მოწერელიამ დამოუკიდებლობის დღე სენაკის მე-2 ქვეი...
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე
ალექსანდრე მოწერელიამ რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე
ალექსანდრე მოწერელიამ აბაშაში მიმდინარე პროექტები დაათვალიერ...
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე
ალექსანდრე მოწერელიამ აგრალური ბაზრების დახურვასთან დაკავშირ...
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე
რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ რუსთავი-2 ის პირდაპირ ეთერ...
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე
სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ რუსთავი-2 ის პი...
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე
#მოამბის კითხვებს ალექსანდრე მოწერელიამ უპასუხა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster