ყოფილი საჯარო მოხელეები: იმედია, სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს

27.02.2017 02:15

ზუგდიდის გამგეობიდან გათავისუფლებულების მაია ღურწკაიასა და ქეთო ტაბაღუას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 7 მარტს გამოაცხადებს. ყოფილი საჯარო მოხელეები ამბობენ, რომ ისინი სამსახურებიდან პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს და იმედს გამოთქვამენ, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. „ატესტაცია იყო მოგონილი იმისთვის, რომ ჩვენი გათავისუფლების მიზეზი ჰქონოდათ. დანამდვილებით ვიცი, რომ გუბერნიის ადმინისტრაციაში 27 კაციანი სია შეადგინეს, ვინც უნდა გაეშვათ სამსახურებიდან“,- აღნიშნა მაია ღურწკაიამ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტის ლელა მოწონელიძის თქმით, კომისიის წევრების დაკითხვა უშედეგო იყო. „მოსამართლემ მათი მოწვევა გადაწყვიტა იმიტომ, რომ ვერ ვამოწმებით, თუ როგორ ჩაიარა გასაუბრებამ, რადგან არ არსებობდა არც სხდომის ოქმი, არც ხელნაწერი, აუდიო ან ვიდეო ჩანაწერი, თუმცა დღეს მათმა დაკითხვამ შედეგი ვერ გამოიღო, რადგან არცერთს არ ახსოვდა მათ მიერ დასმული შეკითხვა“,- აღნიშნა მოწონელიძემ. ცნობისთვის, გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, "რესპუბლიკური პარტიის" წევრი მაია ღურწკაია და კულტურის განყოფილების თანამშრომელი ქეთო ტაბაღუა დაკავებული თანამდებობებიდან, გასული წლის ნოემბერში, ჩატარებული ატესტაციის შედეგად გაათავისუფლეს. ყოფილი საჯარო მოხელეები მიიჩნევენ, რომისინი სამსახურიდან უკანონოდ და პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს. სასამართლოში მათ უფლებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყოფილი საჯარო მოხელეები სამსახურში აღდგენასა და მოქმედი თანამდებობის პირების გათავისუფლებას ითხოვენ
03:21

ყოფილი საჯარო მოხელეები სამსახურში აღდგენასა და მოქმედი თანა...

Radio Atinati

ყოფილი საჯარო მოხელეების საქმეზე საკრებულოს თავმჯდომარეს 2 საათი კითხავდნენ
00:51

ყოფილი საჯარო მოხელეების საქმეზე საკრებულოს თავმჯდომარეს 2 ს...

Radio Atinati

ყოფილი საჯარო მოხელეების საქმეზე მოწმეები დაიკითხნენ
01:46

ყოფილი საჯარო მოხელეების საქმეზე მოწმეები დაიკითხნენ

Radio Atinati

ალექსანდრე მოწერელიამ უკმაყოფილო მოქალაქეები სასაუბროდ გუბერნიაში მიიწვია
05:12

ალექსანდრე მოწერელიამ უკმაყოფილო მოქალაქეები სასაუბროდ გუბერ...

Radio Atinati

სასამართლოში ზუგდიდის გამგეობის საკონკურსო კომისიის წევრები იკითხებიან
00:55

სასამართლოში ზუგდიდის გამგეობის საკონკურსო კომისიის წევრები...

Radio Atinati

საკრებულოს ახლადარჩეული წევრები ზუგდიდში საარჩევნო პლაკატებს ხსნიან
01:12

საკრებულოს ახლადარჩეული წევრები ზუგდიდში საარჩევნო პლაკატებს...

Radio Atinati

სააკაშვილის წერილი და მზადება მეორე ტურისთვის
07:12

სააკაშვილის წერილი და მზადება მეორე ტურისთვის

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყოფილი საჯარო მოხელეების 8 საათიანი სასამართლო სხდომა უგანაჩენოდ დასრულდა
01:38

ყოფილი საჯარო მოხელეების 8 საათიანი სასამართლო სხდომა უგანაჩ...

Radio Atinati

ყველა ვიდეო