ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელის ნაცატუს უბნის საბავშვო ბაღის ყოფილი დირექტორის ირმა ნაჭყებიას სასამართლო პროცესი დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. ნაჭყებია მისი გათავისუფლების შესახებ განცხადების ბათილად ცნობას და სამსახურში აღდგენას ითხოვს. მისი მტკიცებით, ადგიი ჰქონდა დისკრიმინაციას და ის სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. მან განმარტა, რომ მისი მეუღლე \"ნაციონალური მოძრაობის\" წევრია, რომელიც აღნიშნულ პოლიტიკურ პარტიას კორცხელის შუალედური არჩევნებზე მხარს უჭერდა, რა დროსაც ცნობილი ინციდენტი მოხდა.
ყოფილი დირექტორის უფლებებს სასამართლოში საიას იურისტი მირზა მუმლაძე იცავს. ხოლო, ზუგდიდის გამგეობის ააიპ \"სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ცენტრს\" - იურისტები სულხან ძიგუა და ნანა სიჭინავა.
დღევანდელი სასამართლო პროცესი, ნაჭყებიას უფლებადამცველის მოთხოვნით, მოსამზადებელ ეტაპს დაეთმო.
მოსარჩელე მხარემ სასამართლოს რამდენიმე შუამდგომლობა წარუდგინა. მათი სრული უმრავლესობა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, რომელიც საქმეში უკვე არსებობდა , მოსამართლე ირაკლი აბშილავამ დააკმაყოფილა.
ერთ-ერთი შუამდგომლობა მოწმის დაკითხვას ეხებოდა, რომელიც მხარის მტკიცებით, ნაჭყებიასა და ცენტრის დირექტორის ციცინო თოლორაიასა კამათს შეესწრო. მათივე განმარტებით, თოლორაია ბაღის ყოფილ გამგეს მისი მეუღლის პოლიტიკური საქმიანობის გამო ემუქრებოდა. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობაც დააკმაყოფილა. ასევე დაკმაყოფილდა ზუგდიდის საოლქო კომისიის ცნობა, რომელიც ნაჭყებიას მეუღლის გია კვარაცხელიას \"ნაციონალური მოძრაობის\" წევრობას ადასტურებდა.
აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმდნენ სასამართლოში გამგეობის წარმომადგენლები. სულხან ძიგუამ სხდომის მსვლელობისას განაცხადა, რომ მოცემული ცნობა არ წარმოადგენდა მნიშვნელოვან ინფორმაციას.
\"ჩვენ ყველანი პოლიტიზირებულები ვართ და ყველა რაღაცას ვაკეთებთ\", - აღნიშნა სასამართლო პროცესზე სულხან ძიგუამ.
ადვოკატის ეს რეპლიკა მოსამართლე ირაკლი აბშილავამ \"საინტერესო\" განცხადებად შეაფასა.
მოპასუხე მხარეს დღევანდელ პროცესზე არცერთი შუამდგომლობა არ დაუყენებია. სხდომის დასრულების შემდეგ მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს და აღნიშნეს, რომ განცხადებას მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გააკეთებენ.
მომდევნო სხდომა 19 სექტემბერს ჩაინიშნა.
ცნობისთვის, სოფელ ნაცატუს საბავშვო ბაღის დირექტორის გათავისუფლების საკითხი პირველად ფრაქცია \"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის\" წევრმა თენგიზ გუნავამ გაახმაურა. ენ-ში ამტკიცებდნენ, რომ ნაჭყებია დაკავებული თანამდებობიდან კორცხელში პარტიის გამარჯვების შემდეგ გაათავისუფლეს.
ბრალდებას უარყოფენ გამგეობაში და აცხადებენ, რომ ნაცატუს ბაღის დირექტორის გათავისუფლება შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე მოხდა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ საბავშვო ბაღში მღრნელების მიერ დაზიანებული საკვები პროდუქტი აღმოჩნდა.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/