სოციალური კამპანია "ჩაერთე და მართე" - სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობისთვის
რა მიზნით ჩატარდა სოციალური კამპანია, ასოციაცია „დეას“ პროექტის ფარგლებში, სამეგრელოს სამ მუნიციპალიტეტში, რატომ შეირჩა ამისთვის ავტომოგზაურობის ფრომატი, რომელშიც ჩართულები იყვნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე საინიციატივო ჯგუფების და მათი თემების წარმომადგენლები, როგორ აფასებენ ისინი კამპანიას და რა მოლოდინები აქვთ, ამის შესახებ საუბრობენ გადაცემაში: პროექტის კოორდინატორი - ნინი თოდუა, ზუგდიდი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი - ანი ჭანია (სტუდია), წალენჯიხის საინიციატივო ჯგუფის წევრი - შორენა შონია (სატელეფონო ჩართვა), ფოთის საინიციატივო ჯგუფის წევრი - ლევან მაშავა (სატელეფონო ჩართვა); ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ენმ - დან - მაია კალანდია. სოციალური კამპანია ტარდება ასოციაცია ,,დეას“ პროექტის ,,სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა ფოთის, წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი პროგრამებისა და ბიუჯეტის მონიტორინგის მიზნით“. პროექტი ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერით. მას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დედათა ასოციაცია "დეა" ახორციელებს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati Twitter: / atinati1059 Instagram: / radioatinati1059fm
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...