საკრებულოს კომისიის შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან

21.05.2018 03:35

ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ სანდრო სორდიამ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე, რომელსაც ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ, სხვადასხვა საკითხი განიხილეს, მათ შორის იყო მოქალაქეთა ჩართულობის აუცილებლობა ადგილობრივი თვითთმართველობის საქმიანობაში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორის არჩილ თოდუას თქმით, ჩართულობა პრობლემაა, რადგან ამ კუთხით მოქალაქეებს ინფორმაცია არ აქვთ. მისი თქმით, მუნიციპალიტეტებმა მოქალაქეებს განუმარტოს, რა შესაძლებლობები აქვთ მათ. „არსებული მექანიზმები არ იძლევიან საშუალებას, რომ მოსახლეობამ იცოდეს, მათ მიერ წამოჭრილი პრობლემები იქნება გადაჭრილი მინიმალურ დონეზე მაინც. ჩართულობა მეტი ანგარიშვალდებულებისთვის არის საჭირო, ამასთან, მუნიციპალიტეტი უნდა გავიდეს მოსახლეობაში, გაეცნოს მათ საჭიროებებს და მიიღოს პროგრამული ბიუჯეტი“, - აღნიშნა თოდუამ.ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის" ხელმძღვანელმა ციცინო შენგელიამ. გარდა ამისა, მისივე თქმით, მსგავსი შეხვედრები გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულეის კუთხით მნიშვნელოვანია. "საინტერესო შეხვედრებს ჩაეყარა საფუძველი, მაგრამ, მთავარია, რომ იყოს ქმედითი და გადაიდგას ეფექტური ნაბიჯენი. ხელისუფლებამ კრიტიკა ხარვეზების გამოსასწორებლად უნდა მიიღოს. ასეთ სამუშაო შეხვედრებზე უნდა მოხდეს იდეების გაცვლა“, - თქვა შენგელიამ.საია-ს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკადუამ კი კომისიის თავმჯდომარეს სთხოვა მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ ვეტერანთან დაკავშირებული საკითხით დაინტერესდეს, რომელიც 200 ლარიან დანამატს ვერ იღებს. "საუბარია აფხაზეთიდან დევნილ ივანე მოროხიაზე, რომელიც ზუგდიდშია რეგისტრირებული, თუმცა მერიის ბიუჯეტით გათვალისწინებულ დანამატს ვერ იღებს და მის მიღებას ითხოვს", - თქვა ჭკადუამ. სორდია მას საკითხით დაინტერესებას დაჰპირდა. საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის სანდრო სორდიას თქმით, აღნიშნული შეხვედრების მიზანი სექტორალური თანამშრომლობის გაზლიერება და აქტუალურ საკითხებზე ყურდღების გამახვილებაა. „დღევანდელი შეხვედრა ინიცირებული იყო ჩვენ მიერ. ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში მოვახდენთ მონიტორინგს არსებულ პრობლემებზე და შესაბამის რეაგირებასაც. დავსახეთ პრიორიტეტები და შემდეგ შეხვედრაზე ისინი უკვე ამის შესახებ ჩემს ანგარიშს მოისმენენ“, - აღნიშნა სორდიამ.მან ყურადღება გაამახვილა ასევე ანტიდისკრიმინაციულ ჩანაწერზე, რომელიც საკრებულოს აპარატმა საკუთარ შინაგანაწესში მიიღო. აღნიშნული ჩანაწერი საჯარო მოხელეებს ავალდებულებს, რომ მათ ჰომოფობიური განცხადებები არ გააკეთონ და სიძულვილის ენა არ გამოიყენონ. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრები ერთჯერადი არ იქნება და რეგულალურ ხასიათს მიიღებს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მერიის სოციალური პროგრამების კომისიებში 2-2 წევრი საზოგადოებრივი ორგანიზაციდან იქნება
02:14

მერიის სოციალური პროგრამების კომისიებში 2-2 წევრი საზოგადოებ...

Radio Atinati

ქუჩებისთვის ქალების სახელების მინიჭება - შეხვედრა ზუგდიდში
02:59

ქუჩებისთვის ქალების სახელების მინიჭება - შეხვედრა ზუგდიდში

Radio Atinati

ზუგდიდის საკრებულომ შესაძლოა გასვლითი სხდომები ჩაატაროს
01:51

ზუგდიდის საკრებულომ შესაძლოა გასვლითი სხდომები ჩაატაროს

Radio Atinati

დენის გაზრდილი გადასახადი - ტექნიკური ხარვეზი თუ გახარჯულის საფასური
02:22

დენის გაზრდილი გადასახადი - ტექნიკური ხარვეზი თუ გახარჯულის...

Radio Atinati

01.04.21.  სამუშაო შეხვედრა ძიუდოს ფედერაციასთან
01:47

01.04.21. სამუშაო შეხვედრა ძიუდოს ფედერაციასთან

Tbilisi City Assembly

06.02.18. შეხვედრა ,,ვარკეთილის'' მეტროში დაზარალებულებთან
01:59

06.02.18. შეხვედრა ,,ვარკეთილის'' მეტროში დაზარალებულებთან

Tbilisi City Assembly

სტიქიის შემსწავლელმა კომისიამ სამუშაო შეხვედრა გამართა
00:50

სტიქიის შემსწავლელმა კომისიამ სამუშაო შეხვედრა გამართა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

08.10.18. კამპანია - „როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ გრძელდება
01:51

08.10.18. კამპანია - „როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ გრძელდე...

Tbilisi City Assembly

ყველა ვიდეო