დენის გაზრდილი გადასახადი - ტექნიკური ხარვეზი თუ გახარჯულის საფასური

16.02.2017 02:22

ზუგდიდში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გარევაჭრობის რეგულირების წესთან დაკავშირებით, საჯარო შეხვედრა გაიმართა, სადაც საკრებულოს შეასაბამისი კომისიის წევრებმა რეგულაციის სამუშაო ვერსია წამოადგინეს. შეხვედრას გარემოვაჭრეები, საზოგადოებრივი ორგანზაციებისა და შპს „ცენტრალური სუპერმარკეტის“ წარმომადგენლები დაესწრნენ. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლმა გიორგი თოდუა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ რეგულაციის წესის მიღება, გარდა ქალაქის იერსახის გაუმჯობესებისა, მოსახლეობისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვასაც შეუწყობს ხელს. „რეგულაციები წესების მიღებასთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ იმ ტერიტორიების განსაზღვრაზე, სადაც ნებადართული იქნება გარევაჭრობა, ამასთან, გარემოვაჭრეებს შევთავაზეთ მსუბუქი კონსტრუქციების დამონტაჟება“, - თქვა თოდუამ. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, გარევაჭრობისთვის განკუთვნილი ადგილები არ უნდა აფერხებდეს, როგორც ქვეითთა, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებას. ამასთან, დაცული უნდა იყოს სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები და უსაფრთხოების წესები. ასევე, აიკრძალება მალფუჭებადი პროდუქტით ვაჭრობა. ამავე დოკუმენტის მიხედვით, გარევაჭრობა ნებადართული იქნება ისეთი საქონლით როგორებიცაა: ჟურნალ-გაზეთები, წიგნები, ყვავილები და ხილ-ბოსტნი. გარევაჭრობას მერიის შესაბამისი სამსახურები გააკონტროლებენ. თავის მხრივ, გრემოვაჭრეები მათთვის ადგილების გამოყოფასა და მათზე შესაძლო მსუბუქი კონსტრუქციების დამონტაჟებას მიესალმებიან და ამბობენ, რომ შესაძლებლობის ფარგლებში გადასახადსაც გადაიხდიან. „რეგულაციები აუცილებელია, არავის არ მოსწონს ცუდ ამინდში ქოლგით და ცელოფნებით გარეთ ჯდომა, ქალაქისთვისაც არ არის ლამაზი. არა მგონია ისეთი გადასახადი იქნეს, რომელსაც ვერ გავწვდებით. ადგილობრივ ხელისუფლებასთან მომავალშიც ვითანამშრომლებთ და ვფიქრობთ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ“,- ამბობენ მოვაჭრეები. საკითხის საჯარო განხილვა ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ, ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მარდაჭერითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, გამართა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი შემცირდა
07:38

საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი შემცირდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

როგორ ფიქრობთ, გაზრდილია თუ არა ბოლოს მოსული ქვითრით დენის გადასახადი?
02:13

როგორ ფიქრობთ, გაზრდილია თუ არა ბოლოს მოსული ქვითრით დენის გ...

მეცხრე არხი ახალციხე

მთავრობის გეგმა დენის გაზრდილი ტარიფის ფონზე - როდის წარმოადგენენ სუფსიდირების სქემას
04:40

მთავრობის გეგმა დენის გაზრდილი ტარიფის ფონზე - როდის წარმოად...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერის ახალი სქემა
04:41

ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერის ახალი სქემა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ელექტროენერგიის მოხმარების გაზრდილი მაჩვენებელი
05:27

ელექტროენერგიის მოხმარების გაზრდილი მაჩვენებელი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ენერგეტიკაში არსებული გამოწვევები
03:28

ენერგეტიკაში არსებული გამოწვევები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„პურის მცხობელთა ასოციაციის“ განცხადება
01:02

„პურის მცხობელთა ასოციაციის“ განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ღამის კურიერი - 2020 წლის მოვლენების შეჯამება, 30 დეკემბერი

ღამის კურიერი - 2020 წლის მოვლენების შეჯამება, 30 დეკემბერი

ყველა ვიდეო