მერიის სოციალური პროგრამების კომისიებში 2-2 წევრი საზოგადოებრივი ორგანიზაციდან იქნება
ზუგდიდის მერიის სოცილაური პროგრამების კომისიაში ოთხი წევრი არასამთავრებო სექტორიდან იქნება წარმოდგენილი. ისინი რეგიონში მომუშავე სამოქალაქო სექტორმა კენჭისყრის პრინციპით აირჩიეს. „ნაბიჯი ზუგდიდიდან“ როსტომ ზარანდია და „ადამიანი გაჭირვებაში“ რეგიონული კოორდინატორი ანა ქოჩუა „უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამის“ კომისიის წევრები იქნებიან. “მოწყვლადი ჯგუფების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსების პროგრამის“ კომისიაში კი „თემის განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელი თამარ დაგარგული და ასოციაცია „მერკურის“ ხელმძღვანელი ნანა თოდუა შევლენ. მერის მოადგილის მაიზერ ნანავს თქმით, აღნიშნული კომისიის შემადგენლობაში არასამთავრებო ორგანიზაციის წარმომადგენელიბის ჩართულობა სამართლიანობისა და გამჭვირვალეობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. „აღნიშნულ პროგრამების კომისიებში შედიან, როგორც მერიაში დასაქმებული ადამიანები, ასევე საკრებულოს წევრები და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმოამდგენლებიც. წელს სოციალური პროგრამებისთვის ბიუჯეტში 700 ათასი ლარია გათვალისწინებული, რომელიც ბენეფიციარებისთვის 30 სახლის აშენებას და 20 ოთახის გარემონტებას მოხმარდება“- , აღნიშნა ნანავამ. სპეციალური კომისიები, რომლის შემადგენლობაში არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შედიან, განიხილავენ ბენეფიციარების საჭიროებეის მიხედვით პრიორიტეტებს განსაზღვრავენ. შეხვედრა ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. მონაწილეებმა 2017 წელს განხორციელებული სოციალური პროგრამების შედეგების შესახებაც მიირეს ინფორმაცია. მერიის წარმომადგენლების ცნობით, გასულ წელს მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრებ 25 ოჯახს აუშენდა სახლი და 10 „თბილი ოთახი“ მოეწყო. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge Facebook: / rado.atinati Google +: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი მერიას შენიშვნებით დაუბრუნა
Radio Atinati
N2 - მერიის სოციალური პროგრამების დამტკიცევა - 28.01.2022
telavimunicipality counsil
დავით ჩიხრაძე მერიის სოციალური პროგრამების შესახებ
Trialeti TV
რა ცვლილებები შევიდა გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური...
TV მონიტორინგი
მარნეულის მერმა 2020 წლის სოციალური პროგრამა წარადგინა
Municipality of Marneuli
თბილისის მთავრობის სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამები მოსახლეობისთვის
Radio Atinati
თბილისში 1-ელ და 7 იანვარს, ღამის 3 საათამდე ტრანსპორტი მგზა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster