ენმ: ზუგდიდის საოლქო კომისიის წევრები არჩევნების გასაყალბებლად ემზადებიან
ენმ: ზუგდიდის საოლქო კომისიის წევრები არჩევნების გასაყალბებლად ემზადებიან ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი ანა წითლიძე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ნეპოტიზმში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, კომიისიის ხუთივე წევრს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებთან ნათესაური კავშირი აქვთ, ან თავად არიან მმართველი პარტიის წევრები. „ზუგდიდში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, არჩევნებს ატარებს თამარ ჟვანია და „ქართული ოცნება“. ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი არის ცესკო-ს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას შვილის ნათლია, მესხის მოადგილის ნანა ოყუჯავას შვილის ნათლიაა ლაშა გოგია, ნანა შენგელია მერაბ ქვარაიას ნათესავია, ნანა გოგინავა, რომელიც ერთ-ერთი ააიპ-ის თანამშრომელია, მერის მოადგილის მაიზერ ნანავას რეკომენდაციითაა დანიშნული. ხათუნა დავიანტიც მერიის მაღალჩინოსნის ნათესავია, ლელა ლაშხიაც „ქართული ოცნების“ ინტერესების გამტარებელია. თითოეული მათგანი წარმოადგენს მხარეს და ატარებს „ქართული ოცნების“ ინტერესებს. ჩვენ ვითხოვთ მათ გადადგომას, რადგან ისინი გაყალბებისთვის ემზადებიან, თუმცა ამის საშუალებას არ მივცემთ“, - ამბობს წითლიძემ. ენმ საოლქო კომისიების ნეიტრალური ადამიანებით დაკომპლექტებას ითხოვს. თავის მხრივ, ბრალდებებს უარყოფს 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი. ის თამარ ჟვანიასთან ნათესაურ კავშირს არ უარყოფს, თუმცა დასძენს, რომ ეს მის სამსახურთან კავშირში არ არის. „საოლქო საარჩევნო კომიისის შემადგენლობაში ნათესაურ კავშირებს არ ვარკვევ. ზუგდიდი პატარა ქალაქია და ყველა ერთმანეთის ნათესავია. 2016 წელს ეს კომისია აირჩა სახელობითი კენჭისყრით ხმათა უმრავლესობით. რაც შემეხება მე, ამ სეფროში ვარ 2010 წლიდან, და აქ მხოლოდ ჩემი პროფესიონალიზმის გამო ვმუშაობ. ხუთივე წევრი დამოუკიდებელია თავის გადაწყვეტილებაში და ეს არის უბრალოდ ჩვენ წინააღმდეგ აგორებული კამპანია“, - უთხრა ჟურნალისტებს მესხმა. საპრეზიდენტო არჩევნები მთელ საქართველოში მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ენმ: „ქართული ოცნება“ ზუგდიდში არჩევნების გასაყალბებლად ემზა...
Radio Atinati
ზუგდიდში 4%-იანი ბარიერი სამმა პარტიამ გადალახა
Radio Atinati
განცხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სასამართლომ "ენმ"-ს ჯარიმა დააკისრა
Radio Atinati
ენმ ზუგდიდში საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს
Radio Atinati
"ენმ"- ს ზუგდიდის შტაბი ე.წ სომხურ კარუსელებზე საუბრობს
Radio Atinati
ენმ-მ ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქში კედელზე საჩივრები გააკრა
Radio Atinati
მირანდა მესხი ენმ-ის ბრალდებებზე: ეს არის მიზანმიმართული დის...
Radio Atinati