სასამართლომ "ენმ"-ს ჯარიმა დააკისრა
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი განიხილეს, რომელიც მაია კალანდიასთვის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დისციპლინური პასუხისმგებლობის, შენიშვნის გაბათილებას გულისხმობდა. „ენმ“-ის მიერ წარდგენილი საუბნო კომისიის წევრის, მაია კალანდიას განმარტებით, მას უფლება ჰქონდა, რომ წილისყრაში არ მიეღო მონაწილეობა. თავად კალანდიას თქმით, მისთვის უფრო პრიორიტეტული იყო უშუალო უბანზე საარჩევნო პროცესზე დასწრება, რადგან მას ჰქონდა „გონივრული ეჭვი“ კომისიის წევრების პოზიციებთან დაკავშირებით. ამასთან, მისივე თქმით, მას შემდგომ პროცედურებში მონაწილეობის უფლებები შეეზღუდა. ამ პოზიციას კატეგორიულად არ დაეთახნმენ „საია“-სა და საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები. სასამართლომ წარდგენილი საჩივარი არ დააკმაყოფილა და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჯარიმა 100 ლარის ოდენობით დააკისრა. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავად თქვა უარი წილისყრაში მონაწილეობაზე და ფაქტობრივად, მისივე სურვილიდან იყო გამომდინარე, რომ ვერ ღებულობდა შემდგომ წილისყრებშიც მონაწილეობას... არავის არაფერი შეზღუდვია. მისი უარი იყო წინასწარ მოტივირებული“, - გაბაცხადა რადიო „ათინათთან“ საუბრისას საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდმა მესხმა. „ენმ“-ს წევრის, კობა კვარაცხელიას განმარტებით, ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. საქმე ეხება 8 ოქტომბრის არჩევნებზე, 93-ე უბანზე, მაია კალანდიას მიერ გადასატანი ყუთის წამღები პირების გამოსავლენ წილისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმას, რის გამოც „საია“-ს წარმომადგენელმა თემურ ბიგვავამ საჩივარი დაწერა. აღნიშნული საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიამ დაამაყოფილა და „ენმ“-დან საარჩევნო კომისიის წევრს დისციპლინური პასუხისმგებლობა დააკისრა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
საპროტესტო აქციები რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სასამართლომ ენმ-ს სარჩელი არ დააკმაყოფილა
Radio Atinati
ბათუმში მომხდარი დაპირისპირება - აქციაში მონაწილე ენმ-ს წევრ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
“რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია ზუგდიდში
Radio Atinati
საქალაქო სასამართლოში ენმ-ს 14 წევრის სასამართლო პროცესი მიმ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრიფინგი ენმ-ს ზუგდიდის რაიონულ ორგანიზაციაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ენმ-ს ფრაქციის სხდომა სენაკის საკრებულოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციის ხუთი წევრი პოლიციამ გამოკითხა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster