განცხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ

25.09.2021 02:11

„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. შტაბის წარმომადგენლის, ანი წითლიძის განცხადებით, ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქის 15 უბანში გადასატან ყუთში 150-მდე ჯანმრთელი ადამიანის სიაა ნაპოვნი. წითლიძის თქმით, ეს ადამიანები ან „ქართული ოცნების“ წევრები არიან, ან მერიის თანამშრომლის ოჯახის წევრები. წითლიძემ ჟურნალისტებს ვიდეოკადრებიც წარუდგინა, სადაც, სავარაუდოდ, მერიის ერთ-ერთი თანამშრომლის მშობლები არიან ასახული, რომლებიც ერთ-ერთი უბნის გადასატანი ყუთის სიაში მოხვდნენ, თუმცა, წითლიძის თქმით, ისინი სრულიად ჯანმრთელები არიან. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისმა 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ საკითხზე 11 საჩივარი შეიტანა. კომისიაში ენმ-ის კიდევ 30-მდე საჩივარია შესული უბნებზე დარღვევებთან დაკავშირებით. ზუგდიდის N 67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის განცხადებით, საუბნო კომისიები სწავლობენ თითოეულ პირს, ვინც გადასატანი ყუთით არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით განცხადება შეიტანა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ამომრჩეველთა ხმების დაცვის შტაბის განცხადება
01:17

ამომრჩეველთა ხმების დაცვის შტაბის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ამომრჩეველთა ხმების დაცვის შტაბის განცხადება
01:17

ამომრჩეველთა ხმების დაცვის შტაბის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის - კახაბერ საბანაძის ბრიფინგი
04:13

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის - კახაბერ საბანა...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება
01:03

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

არასამთავრობო სექტორის განცხადება
02:20

არასამთავრობო სექტორის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ნაფარეულის #50-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრებს უფლებამოსილება შეუწყდათ
01:31

ნაფარეულის #50-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრებს უფლებამოსი...

ტელეკომპანია თანამგზავრი

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ
04:54

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება 2 ოქტომბრის არჩევნების შე...

MULTIMEDIA GE

საინფორმაციო ბრიფინგი ცესკო-ში
03:33

საინფორმაციო ბრიფინგი ცესკო-ში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო