შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის - კახაბერ საბანაძის ბრიფინგი
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის დროს, ამ ეტაპისთვის დაფიქსირებული ინციდენტებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ინციდენტებზე მომხდარი რეაგირების შესახებ. - გლდანში, N39 საჯარო სკოლაში განთავსებული საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 6 პირი დააკავა. - ისანი-სამგორის რაიონში, N176 საჯარო სკოლაში მდებარე საარჩევნო უბანში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება. - ქალაქ თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე, N36-ში მდებარე საარჩევნო უბანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. - ქალაქ სენაკში, მე-16 საარჩევნო უბანში დამკვირვებლის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ჯამში, არჩევნების მიმდინარეობის დროს მომხდარ 9 ინციდენტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები და მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. სისხლისსამართლებრივი ფაქტების გამოვლენის გარდა, დღეს, პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებული, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 15 ფაქტი გამოვლინდა, რომლებზეც პოლიციის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება. აქედან, 7 ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და დაკავებულია 10 პირი, ხოლო 8 ფაქტზე ჩატარდა გასაუბრებები. გვსურს, ასევე, გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქო პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები საარჩევნო უბნების ტერიტორიაზე მოძრაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე არაერთხელ გააკეთა განცხადება, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი საპოლიციო ძალების მთელი ქვეყნის მასშტაბით გადანაწილების შესახებ. არჩევნების დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა გადაადგილებები უკავშირდება მათ სამსახურებრივ მიზნებს, გეგმიურ როტაციას, ან პოლიციელთა მხრიდან საარჩევნო ხმის მიცემის კანონიერ უფლებას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, დღეს პოლიციის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. სწორედ ამ მიზნით, საპოლიციო ძალები გადანაწილებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით და ისინი უფლებამოსილებას ახორციელებენ კანონით დასაშვებ ფარგლებში, საარჩევნო უბნებისგან კანონით დასაშვებ პერიმეტრზე, რათა მაქსიმალურად შეეწყოს ხელი არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარებას. ამგვარი გადაადგილებები დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამასთან, პოლიცია რეაგირებას მოახდენს და აღკვეთს სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტს, მიუხედავად დამრღვევის პოლიტიკური კუთვნილებისა. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის - კახაბერ საბანა...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის - კახაბერ საბანა...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე...
TV IMEDI
გომის პოლიციის ახალი შენობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ახალიკვირა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კახაბერ საბა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის - კახა საბანაძის...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის - კახა საბანაძის...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის - კახა საბანაძის...
შინაგან საქმეთა სამინისტრო