"შამუგიას წისქვილი" - საუკუნოვანი წყლის წისქვილი სოფელ კოკში
„შამუგიას წისქვილის“ შესახებ ზუგდიდის დაბალი ზონის სოფელებში ყველამ იცის. ის სოფელ კოკში ადგილობრივმა მაქსიმე შამუგიამ თანასოფლელების დახმარებით 120 წლის წინ ააგო. წყლის წისქვილი, რომელიც დღე- ღამის განმავლობაში 100-120 ფუთზე მეტს სიმინდს ფქვავდა, მოსახლეობას დღესაც ემსახურება. ოდნავ სახეცვლილი წისქვილის კარი ზაქრო გაბედავამ გაგვიღო. როგორც აღმოჩნდა მის გასაღებს მეზობლები მონაცვლეობით ფლობენ. ამ კვირას მორიგეობა გაბედავას უწევს, თუმცა, როგორც ამბობს დასაფქვავი არაფერი აქვთ - სიმინდი აზიურმა მავნებელმა „კუსებურამ“ გაუნადგურა. გვიყვება, რომ წისქვილი თავდაპირველად, როგორც ნაგებობა, ასევე მისი სხვა დეტალები მთლიანად ხისგან ყოფილა აგებული, თუმცა დროთაგანმავლობაში მისი გამოცვლა გახდა საჭირო. სოფელმა ამ დრომდე შენობის რამდენიმე ნაწილი და წისქვილის ქვა - დოლაბი შემოინახა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...