ადგილობირივი მწარმოებლები თხილის ფასის ვარდნას აპროტესტებენ
ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან დაბალი ზონის სოფლების მოსახლეობის ნაწილმა აქცია გამართა. ისინი თხილის ფასის ვარდნას აპროტესტებენ და არსებულ სიტუაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ლევან შონიას უკავშირებენ. აქციის მონაწილეები მთავრობისგან თხილის ღირებულების დარეგულირებას ითხოვენ. სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილ მონაწილეებთან ერთად ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. საკრებულოს წევრის, ანი წითლიძის განცხადებით, ის მოსახლეობის თხოვნით მოვიდა და ვალდებული იყო მათ გვერდით მდგარიყო. "ბრალდებები რაც მათ აქვთ, იცის მთელმა სამეგრელომ. ის, რომ გუბერნატორი შონია დათო შენგელიასთან ერთად ჩართულია თხილის ბიზნესში, ავიწროვებს მეწარმეებს და აკონტროლებს თხილის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოტანას, არსებობს ამის საფუძველი და ფაქტები. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ პროკურატურას დაინტერესებულიყო ამ ფაქტით". სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსის, პაატა ლაგვილავას განმარტებით, ბრალდება აბსურდულია და აქცია ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ არის ორგანიზებული. რაც შეეხება თხილის ფასს, მისი თქმით ამას მსოფლიოს ბაზარი არეგულირებს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლები პრემიერს მიმართავენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსული სანქციები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რთველი რაჭაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქართულ ბაზარზე პური იაფდება
TV IMEDI
გურიაში მეტი ტურისტის მოზიდვას ჩაის ინდუსტრიის განვითარებით...
Maestro Television
ქართულმა დელეგაციამ შანხაიში საგამოფენო სივრცე დაათვალიერა
საპარტნიორო ფონდი
საერთაშორისო წინასაახალწლო აგროკულტურული გამოფენა გაყიდვა (m...
Municipality of Marneuli
პურზე ფასები იზრდება - ადგილობრივი მწარმოებლების მოთხოვნები
Business Media Georgia