აქციის მონაწილე მიკროავტობუსების მძღოლები დროებით დაიშალნენ
ზუგდიდში რკინიგზის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები სავაჭრო ცენტრ „ალიანსთან“ შეიკრიბნენ. ისინი აღნიშნულ ტერიტორიაზე მინისადგურის „ექსპრეს 777“-ის მოწყობას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მსგავსი სადგურების სიმრავლე მათ მუშაობაში ხელს უშლის. მათივე თქმით, აქ სადგურის მოწყობა დაუშვებელია, რადგან ის ტროტუარზეა განთავსებული. მძღოლები ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რის შემდეგაც მათ აქციის გადადების გადაწყვეტილება მიიღეს.„პოლიციელებმა გვთხოვეს, რომ დღეს დავშლილიყავით. ვითხოვთ, რომ ამ ადგილზერ არ იყოს სადგური, რადგან ეს არის უკანონო გადაწყვეტილება. თუ ჩვენს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, აქციებს განვაგრძობთ“, - ამბობენ მძღოლები. ისინი სადგურების მოწყობის ლობირებაში მერიის სატრანსპორტო განყოფილების წარმომადგენელს დავით ხუბუას ადანაშაულებენ. თავის მხრივ, ხუბუა ამბობს, რომ მერიას ამ ტერიტოირაზე სადგურის მოსაწყობად ნებართვა არ გაუცია და ეს მათ კომპეტენციას სცილდება. „საქალაქთაშორისო ტრანსპორტის სადგურის მოწყობა ჩვენ არ გვეხება. ეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმეა და შეგიძლიათ მათთან გაარკვიოთ, რა ნებართვა გასცეს და აქვთ თუ არა ამ ტერიტორიაზე მუშაობის უფლება“, - აღნიშნა ხუბუამ.ამ დროისთვის მძღოლებმა მუშაობა განაახლეს, თუმცა ხვალიდან პერმანენულ აქციებს აანონსებენ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
შავქოლგიანთა აქცია - რა სურს „პატრიოტთა ალიანსს“?
რადიო თავისუფლება
აქციის მონაწილე
info9 info99
აქციის მონაწილე
1tv Live
აქციის მონაწილე
BekaSolo
აქციის მონაწილე
News Laboratory
აქციის მონაწილე
samkhretis karibche
აქციის მონაწილე
Formula News
აქციის მონაწილე მონადირეები გარემოს დაცვის მინისტრს შეხვდნენ
Radio Atinati