ზუგდიდში დევნილებმა აქცია გამართეს
ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრებმა დევნილებმა წყლისა და კანალიზაციის პრობლემების მოგვარების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. დევნილების თქმით, მეხუთე დღეა, წყალი არ აქვთ. "ცენტრალური საკანალიზაციო მილი არის უხარისხოდ გაკეთებული. მთლიანად უნდა გამოგვიცვალონ საკანალიზაციო სისტემა", - აღნიშნა დევნილმა მაია კვიტატიანმა. ადგილზე წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. მათი განმარტებით, კორპუსებს წყალი კანალიზაციის გაუმართაობის გამო არ მიეწოდება. ამ ეტამზე მათ კანალიზაციის გასაწმენად ახალი საქაჩი დაამონტაჟეს. როგორც ისინი ამბობენ, დევნილებს უბრალოდ ეხმარებიან და ობიექტი კომპანიას არ ჩაუბარებია. ჩასახლებაში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ეს საკითხის დროებითი მოგვარებაა, რადგანაც საქაჩები ხშირად იწვება. ამასთან, მოსახლეობა შიშობს, რომ წყალი, რომელიც მათ მიეწოდებათ, სასმელად უვარგისია. დევნილებს წყალი მიმდებარე სკოლისა და ოჯახების ეზოებიდან მოაქვთ. სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროსის მანუჩარ ჩილაჩავას თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რომ ჩასახლება წყალკანალის ბაზაზე გადავიდეს, რათა ყოველთვიურ რეჟიმში გაკონტროლდეს არსებული მდგომარეობა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდში დევნილებმა მშვიდობის..
odishitv
სოზარ სუბარის ზუგდიდში ვიზიტის პარალელურად დევნილებმა აქცია...
odishitv
ზუგდიდში დევნილთა ჩასახლებაში იატაკი ჩაინგრა
Radio Atinati
ზუგდიდში დევნილებმა სამმართველოს შენობაში შეჭრა სცადეს
Radio Atinati
ზუგდიდში დევნილებმა საზოგადოებრივი დარბაზი „აფხაზეთი“ დააფუძ...
Radio Atinati
ზუგდიდში აქციის მონაწილე დევნილების ქულებს გადაამოწმებენ
Radio Atinati
დევნილების აქცია ზუგდიდში
mariami sharangia
ზუგდიდში დევნილები შიმშილობენ
Radio Atinati