ზუგდიდში დევნილები შიმშილობენ
ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში ჩასახლებული 15-მდე დევნილი, მესამე დღეა, შიმშილობს. მათ საავადმყოფოს ეზოში კარავი აქვთ გაშლილი. იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც, ამავე დროს სოციალურად დაუცველები არიან, მათთვის მინიჭებულ ქულებს აპროტესტებენ და საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას ითხოვენ. კითხვაზე, თუ რატომ არ ეკუთვნით ბინები, მათი განცხადებით, შესაბამისი ორგანოები არ პასუხობენ. დევნილების განმარტებით, შენობაში, რომელშიც ცხოვრობენ, გაუსაძლისი პირობებია. იგი დანგრევის პირასაა და მცხოვრებთათვის საფრთხეა. „დევნილთა სამინისტრო ბევრჯერ დაგვპირდა, რომ როგორც კი იქნებოდა შესაბამისი ფართები, მაშინვე გაგვიყვანდნენ აქედან, რადგან შენობა არის ავარიული. ექსპერტიზასთანაც კი არ გვიშუამდგომლეს, რომ ექპერტიზა ჩატარებოდა ნაგებობას“, - აღნიშნა აქციის მონაწილემ თინათინ გრიგოლიამ. მოშიმშილეები ამბობენ, რომ ამ დრომდე მათთან ხელისუფლების წარმომადგენლები არ მოსულან. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი, აქციის გაგრძელებას აპირებენ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდში მოშიმშილე დევნილები მერაბ ქვარაიას პირობის შესრულებ...
Radio Atinati
ზუგდიდში მოშიმშილე დევნილებმა თბილისში გამგზავრება ვერ შეძლე...
Radio Atinati
ზუგდიდში აქციის მონაწილე დევნილების ქულებს გადაამოწმებენ
Radio Atinati
მოშიმშილე დევნილები მერაბ ქვარაიას პირობის შესრულებას ელოდებ...
Radio Atinati
ზუგდიდში რამდენიმე დევნილმა პირი ამოიკერა
Radio Atinati
დევნილთა საკითხის განხილვას ქალაქის საკრებულოში ხმაური მოჰყვ...
Radio Atinati
ადა მარშანია ზუგდიდში მოშიმშილე დევნილებს შეხვდა
Radio Atinati
მინისტრის მოადგილე: დევნილები ბინებს ეტაპობრივად მიიღებენ
Radio Atinati