ზუგდიდში აქციის მონაწილე დევნილების ქულებს გადაამოწმებენ
რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ჩასახლებული დევნილები, რომლებიც ორ კვირაზე მეტი შიმშილობდნენ, დღეს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროსს მანუჩარ ჩილაჩავას შეხვდენენ. ჩილაჩავამ ისინი საკუთარ კაბინეტში სათითაოდ მიიღო და ქულებთან დაკავშირებული პრეტენზიები პირადად მოისმინა. შეხვედრას რეგიონში მომუშავე საზოგადოებრივი ორგასნიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. ჩილაჩავას თქმით, მან აქციის მონაწილეებს აუხსნა, თუ რის საფუძველზე დააკლდათ მათ ქულები და რატომ ვერ მიიღებენ ისინი ამ ეტაპზე საცხოვრებელ ფართებს. „ამ დევნილების აპლიკაციებს სამინისტროში ხელახლა გადახედავნე და შეისწავლიან. შეიძლება მათ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ხარვეზები იყო, ეს ყველაფერი ხელახლა გადაიხედება და მათ საბოლოო ქულები უახლოეს 10 დრეში დაუდგინდებათ“,- განაცხადა მანუჩარ ჩილაჩავამ. დევნილების თქმით, მათთვის ქულების მინიჭებისას, სხვა ფაქტორებთან ერთად, კომისიამ, ასევე არ გაითვალისწინა შენობის მესაკუთრის წერილი, სადაც ის მათ გასახლებას ითხოვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, კითხვები საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელს ჯემალ ჭკადუასაც ჰქონდა. მისი თქმით, მესაკუთრის მიერ განსახლების მოთხოვნის შემთხვევაში, საკითხი უნდა განხილულიყო და შესაბამისად დევნილებს ქულები უნდა დამატებოდა, რაც მათ ბინების მიღებაში შეუწყობდა ხელს. თავის მხრივ სამმართველოს უფროსი აცხადებს, რომ მესაკუთრემ მათთან ოფიცალური წერილი დაგვიანებით, 2016 წლის 27 დეკემბერს შეიტანა, რის გამოც ის აღნიშნული დევნილების დოკუმენტებში ვერ აისახა. მისივე განმარტებით, ამ გარემოებას, სავარაუდოდ, ქულების ხელახალი განხილვისას გაითვალისწინებენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, დევნილებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ ისინი მათთვის მინიჭებული ქულების გადამოწმებას დაელოდებიან, თუმცა აქციების შეწყვეტას და კარავის დაშლას, სადაც ისინი შიმშილობდნენ, არ აპირებენ. „კარავი ადგილზე რჩება სანამ კონკრეტულ პასუხს არ მივიღებთ“, - ამბობენ ისინი. ცნობისთვის, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული რამდენიმე ადამიანი, ჩასახლების ეზოს სახელდახელოდ აგებულ კარავში, ორ კვირაზე მეტია შიმშილობდა. ისინი მათთვის მინიჭებული ქულების გადამოწმებას და საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას ითხოვენ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდში დევნილები შიმშილობენ
Radio Atinati
მოშიმშილე დევნილები მერაბ ქვარაიას პირობის შესრულებას ელოდებ...
Radio Atinati
დევნილები სამმართველოსთან საპროტესტო აქციას მართავენ
Radio Atinati
ზუგდიდში აქციის მონაწილე დააკავეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდში აქციის მონაწილე მძღოლები დაშლას არ აპირებენ
Radio Atinati
ზუგდიდში მიმდინარე აქციის მონაწილე მძღოლებმა შიმშილობა გამოა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამართალდამცველებმა ზუგდიდში აქციის 12 მონაწილე დააკავეს
odishitv
პროტესტის დისკრედიტაციის მცდელობა-სოლიდარობის აქციის ორგანიზ...
Radio Atinati