დევნილები სამმართველოსთან საპროტესტო აქციას მართავენ
სამეგრელო- ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს შენობასთან აფხაზეთიდან დევნილები არიან შეკრებილები. ისინი დევნილთა სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც მათ საცხოვრებელი ფართები ვერც ამჯერად ერგოთ. ისინი სამმართველოს უფროსთან მანუჩარ ჩილაჩავასთან ითხოვენ შეხვედრას. „ავარიულ შენობაში ვცხოვრობთ, მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველები ვართ. ასეთები ყოფილი სტამბის შენობაში მრავლად ვართ. გვპირდებიან, თუმცა, არავითარი შედეგია", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მარინა ყოლბაიამ. დევნილები აქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლიდან და რამდენიმე კიომპაქტური ჩასახლებიდან არიან მოსულები. მათი ნაწილი ამბობს, რომ შენობები, სადაც ცხოვრობენ, ავარიულია, თუმცა ბინები მხოლოდ იქ მცხოვრები ოჯახების ნაწილმა მიიღო. დევნილები დაშლას მანამ არ აპირებენ, სანამ შეკითხვებზე კონკრეტულ პასუხებს არ მიიღებენ . იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ დაასრულა ბინის განაწილების პროცესი, რის შედეგადაც 240 დევნილი ოჯახი ზუგდიდში საცხოვრებელ ფართს მიიღებს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ვებ-გვერდზე იმ ოჯახების სია გამოქვეყნდა, რომლებსაც გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემათ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: / atinati1059 Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...