ზუგდიდში აქციის მონაწილე დააკავეს

14.04.2019 01:35

რამდენიმე საათია, საპროტესტო აქცია იმართება ზუგდიდში. ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ახლობლები მისი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვენ. ცოტა ხნის წინ სამართალდამცველებმა აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს. პოლიციამ ის მაშინ აიყვანა, როდესაც შეკრებილები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ. ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრი და ადვოკატი დღესვე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსსაც შეხვდნენ, რის შემდეგაც უფლებადამცველმა შეკრებილებს უთხრა, რომ წინასასამართლო პროცესამდე დგებუაძის გათავისუფლება სამართლებრივად ვერ მოხერხდება. ამ განცხადებას აქციის მონაწილეთა გაღიზიანება მოჰყვა. ამ წუთისთვის სამხარეო პოლიციის შენობიდან ადგილობრივების ნაწილი მსვლელობით ზუგდიდის პოლიციის სამმართველოსკენ მიემართება. აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს აქციაზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც გამოიძახეს. ბესიკ დგებუაძის დედა შეუძლოდ გახდა. ამ დროისათვის ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

სამართალდამცველებმა ზუგდიდში აქციის 12 მონაწილე დააკავეს
01:14

სამართალდამცველებმა ზუგდიდში აქციის 12 მონაწილე დააკავეს

odishitv

ზუგდიდში აქციის მონაწილე მძღოლები დაშლას არ აპირებენ
01:44

ზუგდიდში აქციის მონაწილე მძღოლები დაშლას არ აპირებენ

Radio Atinati

ზუგდიდში აქციის მონაწილე დევნილების ქულებს გადაამოწმებენ
02:55

ზუგდიდში აქციის მონაწილე დევნილების ქულებს გადაამოწმებენ

Radio Atinati

ზუგდიდში მიმდინარე აქციის მონაწილე მძღოლებმა შიმშილობა გამოაცხადეს
01:21

ზუგდიდში მიმდინარე აქციის მონაწილე მძღოლებმა შიმშილობა გამოა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პროტესტის დისკრედიტაციის მცდელობა-სოლიდარობის აქციის ორგანიზატორების პასუხი ჯგუშიას
02:41

პროტესტის დისკრედიტაციის მცდელობა-სოლიდარობის აქციის ორგანიზ...

Radio Atinati

აქციის მონაწილე მიკროავტობუსების მძღოლები დროებით დაიშალნენ
01:06

აქციის მონაწილე მიკროავტობუსების მძღოლები დროებით დაიშალნენ

Radio Atinati

ზუგდიდში ცენტრალური მოედანი გადაიკეტა — სახალხო პროტესტი გრძელდება
03:27

ზუგდიდში ცენტრალური მოედანი გადაიკეტა — სახალხო პროტესტი გრძ...

Formula News

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდასაჭერი აქციები
00:57

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდასაჭერი აქციები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო