აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდასაჭერი აქციები
აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდასაჭერი აქციები გაიმართა დღეს ქუთაისსა და ზუგდიდში. ჟურნალისტების აქცია გაიმართა სლოგანით - „თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე“. აქციის მონაწილე მაია ფიფია აცხადებს, რომ ის, რაც დღეს ხდება აჭარის ტელევიზიაში, ეს არის ზეწოლა კრიტიკულ მედიაზე და გამოხატვის თავისუფლებაზე. აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს მედიის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ქუთაისში. აქციის მონაწილეების თქმით, აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები დემოკრატიის ხარისხზე უარყოფითად აისახება. როგორც ცნობილია, აჭარის ტელევიზიის დირექტორმა მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, თეონა ბაკურიძე ეთერიდან მოხსნა. საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად კი გიორგი აბაზაძე დანიშნა, რომელსაც გუშინ ჟურნალისტებთან სიტყვიერი დაპირისპირება ჰქონდა. შედეგად, ის შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს. აჭარის ტელევიზიაში განვითარებულ მოვლენებს „ნაციონალური მოძრაობა“ გამოეხმაურა. ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ახალციხეში აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდამჭერი სოლიდ...
მეცხრე არხი ახალციხე
აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების პროტესტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მიმართვა
TV 25
აქცია აჭარის ტელევიზიასთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჟურნალისტების პროტესტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მრჩეველთა საბჭოს სხდომა აჭარის ტელევიზიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება აჭარის ტელევიზიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზვიად ქორიძე და სოფო ჟღენტი აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პრო...
რადიო თავისუფლება