ზუგდიდში რამდენიმე დევნილმა პირი ამოიკერა
ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში ჩასახლებულმა დევნილებმა, რომლებიც მეხუთე დღეა შიმშილობენ, პირი ამოიკერეს. ამ ფორმით პროტესტის გამოხატვა ხუთმა დევნილმა გადაწყვიტა. ისინი მათთვის მინიჭებულ ქულებს აპროტესტებენ და საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას ითხოვენ. „ეს შენობა ინგრევა, შიგნით ანტისანიტარიაა. ყველა სოციალურად დაუცველები ვართ. მივიღეთ არაობიექტური ქულები და ვითხოვთ კომისიას, რომელიც ხელახლა გადაამოწმებს ჩვენს საცხოვრებელ პირობებს“, - განმარტეს დევნილებმა. დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელის მანუჩარ ჩილაჩავას განცხადებით, აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრები დევნილების მოთხოვნა ამ ეტაპზე ვერ დაკმაყოფილდება. მისივე თქმით, მათი საცხოვრებელ პირობებს კომისია ამ ეტაპზე ხელახლა ვერ გადაამოწმებს. დევნილების ინფორმაციით, საავადმყოფოს ყოფილ შენობაში 58 ოჯახი ცხოვრობს, მათ შორის, 40-მდე არასრულწლოვანი. ამ ოჯახების უმეტესი ნაწილია საავადმყოფოს შენობაში, ათეულობით წელია, ცხოვრობს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
მოშიმშილე დევნილები აქციის გაგრძელებას თბილისში გეგმავენ
Radio Atinati
აფხაზეთიდან დევნილი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევა...
Radio Atinati
თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრები დევნილები 20 000 ლარის ოდენობი...
Radio Atinati
ზუგდიდში 144 დევნილ ოჯახს ბინების გასაღებები გადაეცა
Radio Atinati
ზუგდიდში დევნილთა ახალ დასახლებაში ინფექცია გავრცელდა
Radio Atinati
ენმ: ზუგდიდში დევნილთა სამმართველოს ელექტროენერგია გადაუხდელ...
Radio Atinati
ზუგდიდში დევნილთა ჩასახლებაში იატაკი ჩაინგრა
Radio Atinati
დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტმ მოხალისეე...
Radio Atinati