ენმ: ზუგდიდში დევნილთა სამმართველოს ელექტროენერგია გადაუხდელობის გამო გაუთიშეს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ზუგდიდში დევნილთა სამმართველო ელექტორო ენერგიისა და ინტერნეტის საფასურის გადაუხდელობის გამო პარალიზებული იყო. პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ანა წითლიძის თქმით, სამმართველო იძულებით გადაადგილებულ პირებს ორი კვირის განმავლობაში ვერ ემსახურებოდა. „აფხაზეთსა და აჭარაში მცხოვრებ დევნილებს, რომლებიც ზუგდიდში იყვნენ ჩამოსულები, მომსახურების მიღების გარეშე მოუწიათ უკან დაბრუნება. ახალი ამბავი არ არის სამინისტროს მხრიდან დევნილების პრობლემების იგნორი, მაგრამ ახლა რაც ხდება, არის სრული კატასტროფა, სახელმწიფო სტრუქტურა არის სრულიად პარალიზებული და სამმართველო, რომელიც ემსახურება ყველაზე დიდი რაოდენობით დევნილს, ვერ ახერხებს, რომ ელემანტარული მომსახურება გაუწიოს მათ“, - აღნიშნა წითლიძემ. თავის მხრივ, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოში ოპოზიციური პარტიის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ელექტრო ენერგიისა და ინტერნეტის პრობლემა მხოლოდ რამდენიმე საათით ჰქონდათ. „პარასკევ დღეს, რომელიც იყო დასვენების დღე, შეგვექმნა ელექტრო ენერგიის პრობლემა, რაც მალევე აღმოიფხვრა“, - თქვა ჩილაჩავამ. "ენერგო-პრო ჯორჯიაში" კი აცხადებენ, რომ დევნილთა სამმართველოს ელექტროენერგია გადაუხდელობის გამო 24 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 25 მაისის დილის ათ საათამდე არ მიეწოდებოდა. დღეს უწყებას დენი მიწოდება ტრანსფორმატორის დაზიანების გამო შეუწყდა, თუმცა კომპანიაში ამბობენ, რომ პრობლემა დღის ბოლომდე აღმოიფხვრება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
დევნილების მოთხოვნები და სამინისტროს პასუხი
Radio Atinati
დევნილთა საკითხის განხილვას ქალაქის საკრებულოში ხმაური მოჰყვ...
Radio Atinati
ენმ: ბარამიას ქუჩაზე დევნილებს ბინების დაკანონებას პოლიტიკურ...
Radio Atinati
აფხაზეთიდან დევნილი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევა...
Radio Atinati
დევნილთა პოლიკლინიკის ყოფილი თანამშრომლები გათავისუფლებას აპ...
Radio Atinati
დასრულდეს ბანდიტური მმართველობა - ზუგდიდში აქცია დასრულდა (ვ...
Radio Atinati
ენმ: ზუგდიდში არსებულ დანაშაულებრივ ქმედებაში გუბერნატორი ა...
Radio Atinati
ენმ: ზუგდიდში კორუფციულ გარიგებებზე პროკურატურამ გამოძიება დ...
Radio Atinati