ენმ: ზუგდიდში კორუფციულ გარიგებებზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
საქართველოს პროკურატურის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა ზუგდიდში კორპუფციულ გარიგებებსა და ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, საუბარია კონკრეტულ საქმეებზე, რომელზეც განცხადება ოპოზიციურმა ფრაქციამ თვეების წინ შეიტანა. „გულუას პარკი და თაუნ პარკი, მეოთხე საჯარო ბაღი, რუხში გლეხებისთვის მიწების წართმევის ფაქტები, ყინულის სახლი, კორცხელსა და ალერტკარში ჭაბურღილების პრობლემა - ეს არის საქმეები, რომელშიც კონკრეტული პირები ფიგურირებენ და რაც ასახული გვაქვს ჩვენს განცხადებაში. მე დამიკავშრიდა გამომძიებელი და დამიბარა დაკითხვაზე. როგორც ვიცი, დაიკითხება ყველა ის მაღალჩინოსანი, რომელიც მითითებული გვყავს. საქმე ეხება გუბერნატორ ლევან შონიას, მერს ლაშა გოგიას და ვიცე მერს გია გულორდავას. არც გვქონდა იმედი, რომ პროკურატურა დაიწყებდა გამოძიებას, თუმცა, როგორც ჩანს, რუსთაველზე შეკრებილმა ათასობით ადამიანის პროტესტმა მისცა ბიძგი. ამ საქმეებზე გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძის გადადგომის შემდეგ გამოძიების დაწყება, შესაძლოა, გახდეს ტენდენცია იმისა, რომ ქვეყანაში გამოიძიონ გახმაურებული საქმეები და დაისაჯონ მაღალჩინოსნები“, - აღნიშნა წითლიძემ. ის ჩვენების მიცემას და გამოძიებისთვის დოკუმენტაციის წარდგენას მომავალ კვირაში გეგმავს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ენმ: ზუგდიდის მერია მიწის გადაცემას ერთი თვის წინ დარეგისტრი...
Radio Atinati
ენმ : ყველა ტენდერში საჯარო მოხელეების ახლობლები იმარჯვებენ
Radio Atinati
ზუგდიდის მერმა საკრებულოს 2016 წლის ანგარიში წარუდგინა
Radio Atinati
„ენმ“-მ მერაბ ქვარაია კორუფციაში დაადანაშაულა
Radio Atinati
ენმ: ზუგდიდში არსებულ დანაშაულებრივ ქმედებაში გუბერნატორი ა...
Radio Atinati
ლევან თორია - ტენდერები „ქართული ოცნების“ გამდიდრების წყაროდ...
Radio Atinati
ფრაქცია ,,ენმ'' საკრებულოში კლუბ „ზუგდიდის“ წარმომადგენლების...
Radio Atinati
ენმ: ზუგდიდში დევნილთა სამმართველოს ელექტროენერგია გადაუხდელ...
Radio Atinati