ზუგდიდის მერმა საკრებულოს 2016 წლის ანგარიში წარუდგინა
ქალაქის მერიაში ირაკლი გოგოხიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მან დეტალურად ისაუბრა ყველა სამსახურის საქმიანობის შესახებ და თითოეული მათგანის ფინანსური მხარე გააცნო საზოგადოებას. მისივე განცხადებით, წელს ბიუჯეტი სტაბილურობით გამოირჩეოდა და წინა წლებთან შედარებით 5 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა. სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ ფრაქციის შენიშვნები გააჟღერა. მისივე თქმით, ამ ერთი წლის განმავლობაში ზუგდიდელები სხვადასხვა სოციალური თუ ინფრასტუქტული პრობლემის წინაშე იყვნენ. ოპოზიციის შეკითხვებში მთავარი აქცენტი კორუფციულ გარიგებებსა და ტენდერებზე გაკეთდა, რომლებიც, მათი თქმით, მერის მოადგილეს გია გულორდავას უკავშირდება. ზუგდიდის მერის განცხადებით, ყველა შენიშვნა და ბრალდება უსაფუძვლოა. ირაკლი გოგოხიამ მედიასთან აღნიშნა, რომ მთავარი ხარვეზი მათ საქმიანობაში ნაკლები ოპერატიულობაა. “საკითხის გადაწყვეტას ორი-სამი თვე სჭირდება. არ ხდება ასე ძალიან მარტივად... უფრო ოპერატიულები უნდა ვიყოთ ნამდვილად. უფრო მეტი ბიუჯეტი თუ ექნა ზუგდიდს, მეტ კარგ საქმეს გავაკეთებთ“, - აღნიშნა მან. სხდომას საკრებულოს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფრაქცია „ენმ“-ის წევრების გარდა, საკრებულოს ყველა წევრმა, მერიის ერთი წლის საქმიანობა დადებითად შეაფასა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2016 წლის ანაგრიში წარად...
Radio Atinati
ს.კ. „ზუგდიდის“ 51%-იანი წილი კვლავ აუქციონზე გაიყიდება
Radio Atinati
კლუბ "ზუგდიდის" 51% გასხვისდება
Radio Atinati
ს.კ. „ზუგდიდი“ კვლავ მუნიციპალურ საკუთრებაშია
Radio Atinati
ენმ-მ ვიცე-მერისა და საკრებულოს წევრის შესაძლო კორუფციულ გარ...
Radio Atinati
გაეროს მოსახლეობის ფონდმა ზუგდიდში შეხვედრები გამართა (ვიდეო...
Radio Atinati
თეატრის რეაბილიტაციის პროექტისთვის მერია თანხას გამოყოფს
Radio Atinati
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ენმ-ის ბრალდებებს პასუხობს
Radio Atinati