თეატრის რეაბილიტაციის პროექტისთვის მერია თანხას გამოყოფს
შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატული თეატრის რეაბილიტაციის პროექტისთვის მერიის სარეზერვო ფონდიდან 58 000 ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მურთაზ ბოკუჩავას თქმით, აღნიშნული თანხა საპროექტო დოკუმენტაცის მოსამზადებლად საკმარისია, ხოლო უშუალოდ თეატრის რეაბილიტაციაზე კულტურის სამინისტრო იზრუნებს. მისივე ინფორმაციით, სამინისტროს დონორი მოძიებული ჰყავს და სარემონტო სამუშაოები შემდგომში დაიწყება. ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა, რომ ამის დაგეგმვა წლის დასაწყისშიც შეიძლებოდა, რაზეც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ უპასუხა, რომ იმ ეტაპისთვის არ იყო ცნობილი საჭირო ხარჯების შესახებ. "ძალიან კარგია, რომ წლის ბოლოს მიხვდა მერია, რომ სარეზერვო ფონდში არსებობს თანხა და ამიტომაც კარგი იქნება, თუ მას გამოიყენებენ თეატრისთვის, თუმცა, წლის დასაწყისში რომ გადაერიცხათ ეს თანხა, უფრო ეფექტური და რაციონალური იქნებოდა", - აღნიშნა წითლიძემ. ცნობისთვის, ზუგდიდის თეატრის შენობა ავარიულია და უსაფრთხოებიდან გამომდინარე იქ სპექტაკლები არ იმართება. დასი ამჟამად მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის შენობაში მუშაობს, ხოლო სპექტაკლები კულტურის სახლ „ოდიშში“ იმართება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ქუთაისის ოპერის თეატრის რეაბილიტაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქუთაისში ოპერის თეატრის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გ...
TV IMEDI
ახალი 2 | რურუას განცხადება | 27.09.12
GeoArchive
„საზოგადოებრივი დარბაზი" გამგებელს შეხვდა
ტელეკომპანია თანამგზავრი
ნატალია შეროზია: საკრებულოს თავმჯდომარეობა დიდი პასუხისმგებლ...
Radio Atinati
სამუშაო შეხვედრა ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპერის თეატრის ბაღში ბალერინების ქანდაკებები დააზიანეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რეაბილიტაციის მორიგი ეტაპი ფოთის თეატრში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster