ს.კ. „ზუგდიდის“ 51%-იანი წილი კვლავ აუქციონზე გაიყიდება
საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ 51%-იან წილს ქალაქ ზუგდიდის მერია აუქციონზე მას შემდეგ გაიტანს, რაც გამგეობა კლუბის 25 %-ს უსასყიდლოდ გადასცემს. ინფორმაცია ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე გახდა ცნობილი. მერიისთვის გამგეობის წილის გადაცემას დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. საკრებულოს წევრის მალხაზ ჭეჟიას კითხვაზე, რატომ გადაეცემა უსასყიდლოდ ქალაქის მერიას 25 % მაშინ, როდესაც გამგეობამ 50 %-ისთვის 250 000 ლარი გადაიხადა, ნანავამ უპასუხა, რომ გაყიდვის შემდეგ მუნიციპალიტეტს წილის შესაბამისი თახნის ოდენობა დაუბრუნდება. „მე დავინტერესდი, იურიდიულად როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს საკითხი. იმედი მაქვს, რომ ამაზე პასუხს მივიღებ“, - უთხრა ჟურნალისტებს ჭეჟიამ. ცნობისთვის, ამ დროისთვის საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ 100 %-იანი წილის მფლობელი ზუგდიდის ორივე მუნიციპალიტეტია. 2016 წლის აგვისტოში აუქციონის წესით ს.კ. „ზუგდიდი“-ს 51% პაკეტის მფლობელი უკრაინელი სპონსორები გახდნენ, თუმცა უცხოელმა ინვესტორებმა კლუბი მალე დატოვეს. იმ დროისთვის „ზუგდიდის“ 49%-ს ქალაქის მერია ფლობდა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ს.კ. „ზუგდიდი“ კვლავ მუნიციპალურ საკუთრებაშია
Radio Atinati
კლუბ "ზუგდიდის" 51% გასხვისდება
Radio Atinati
ს.კ."დინამო" ზუგდიდი 2:1 ს.კ."კიტ გოუ" ჩრ.მაკედონია
FC Zugdidi Official
დავალიანების გამო "ზუგდიდი" შესაძლოა პირველი ლიგის მიღმაც და...
Radio Atinati
ს.კ. „ზუგდიდის“ ვიცე-პრეზიდენტად ზაზა ჯანაშია ინიშნება
Radio Atinati
ფან-კლუბის წევრები ს/კ „ზუგდიდის“ დაბალი დონის თამაშებს აპრო...
odishitv
"ზუგდიდი" საკუთარ მოედანზე თამაშის უფლებას ითხოვს
Radio Atinati
ლაშა გოგია წითლიძეს: მამაკაცი რომ იყო, შეგაგინებდი
Radio Atinati