"ზუგდიდი" საკუთარ მოედანზე თამაშის უფლებას ითხოვს
ზუგდიდის "ზუგდიდის" ფეხბურთელები გულშემატკივრებთან და კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად ზედა ეწერის სტადიონზე იმყოფებოდნენ. ისინი აპროტესტებენ ფედერაციის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც მინდვრის საფარი არ შეესაბამება უმაღლესი ლიგის სტანდარტებს. კლუბში აცხადებენ, რომ სტადიონი მოთხოვნებს შეესაბამება, აქ თამაში შესაძლებელია, მით უფრო, რომ აქამდე უმაღლესი ლიგის თამაშები დაუბრკოლებლად ტარდებოდა და აქამდე პრეტენზია არავის გამოუთქვამს. "ჩვენ ვითხოვთ, ფედერაციის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, შეამოწმონ ჩვენი მინდორი, რომელიც კარგ მდგომარეობაშია და ხვალინდელი თამაში ბოლნისის "სიონთან" ჩვენს სტადიონზე ვითამაშოთ", - განმარტა ფეხბურთელმა გიგა ბეჭვაიამ. ზუგდიდის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და კლუბის გულშემატკივრები კი პირად ინტერესებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ფეხბურთის ფედერაციას უნდა "ზუგდიდი" დაასუსტოს გასვლითი შეხვედრებით და უმაღლესი ლიგიდან გააგდოს. რაც შეეხება ხვალინდელ მატჩს, "ზუგდიდს" საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. როგორც კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ლევან გულორდავამ რადიო "ათინათს" განუცხადა, თუკი ფედერაცია პოზიციას არ შეცვლის, კლუბი შიდა მოლაპარაკების შემდეგ გადაწყვეტს, როგორ მოიქცეს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26-ე წლის აღნიშვნა ზუგდიდში
Radio Atinati
გარემოვაჭრეები ძველ ტერიტორიაზე დროებით მუშაობის მოთხოვნით ა...
Radio Atinati
საკუთარ სამშობლოში მუდმივი საცხოვრებელის ძიებაში
Radio Atinati
კლუბ "ზუგდიდის" 51% გასხვისდება
Radio Atinati
ერთადერთი ზუგდიდელი, რომელიც საკუთარ გამომუშავებულ ელექტროენ...
Radio Atinati
რას ფიქრობენ ცაიშელები ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემაზე
Radio Atinati
ზუგდიდში აქციის მონაწილე დევნილების ქულებს გადაამოწმებენ
Radio Atinati
თენგიზ ჯგუშია: ზუგდიდში სარალიძის მხარდამჭერ აქციას ლგბტ თემ...
Radio Atinati