ზუგდიდის გამგეობა საფეხბურთო კლუბ \"ზუგდიდის\" საკუთარ წილს გასაყიდად აუქციონზე უახლოეს დღეებში გაიტანს. კლუბის 51% -ის საწყისი ფასი 250 ათასი ლარი იქნება. ამის შესახებ დღეს გამართულ მუნიციპალიტეტის სხდომაზე ისაუბრეს, სადაც გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერიამ აღნიშნა, რომ ფეხბურთი კერეძო ინვესტორის გარეშე ვერ განვითარდება. მისივე განმარტებით, საწყისი ფასი სწორედ იმდენი იქნება, რამდენიც გამგეობამ კლუბის დავალიანებების დასაფარად ქალაქის მერიისგან 51 % წილის მიღების შემდეგ გაიღო.
\"ინვესტორი რომელსაც 51% წილის შესყიდვა უნდა არის ჩვენი თანაქალაქელი ზაზა ჯანაშია, თუმცა ჩვენ ეს წილები აუქციონის წესით უნდა გავყიდოთ. ამიტომ წინასწარ ვერაფერს ვერ ვუტყვით, შეიძლება სხვა მსურველიც გამოჩნდეს. ზაზამ საკმაოდ კარგი გეგმები წარმოგვიდგინა და დაგვარწმუნა, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი გუნდი გამოვა კრიზისიდან. ინვესტორმა ხუთწლიანი გეგმა წარმოგვიდგინა და ის კლუბის განვითარებაში ერთი მილიონი ლარის ივესტიციის ჩადებას გეგმავს\", - აღნიშნა წოწერიამ
სხდომაზე დეპუტატების უმრავლესობამ კლუბის გასხვისების საკითხს მხარი დაუჭირეს და აღნიშნეს, რომ მისი გადარჩენის ერთადერთი გზა კერძო ინვესტორი იქნება.
უმრავლესობის მოსაზრებას არ ეთანხმებიან ფრაქცია \"ნაციონალური მოძრაობის\" წევრები. დეპუტატი გელა თოლორაია ინვესტორი შემოსვლას მიესალმება, თუმცა ფიქრობს რომ ამით გუნდის სასიკეთოდ არაფერი შეიცვლება. საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირეს.
ამ დროისთვის საფეხბურთო კლუბ \"ზუგდიდის\" 50-50% წილის მფლობელი ზუგდიდის ორივე მუნიციპალიტეტია. 2016 წლის აგვისტოში აუქციონის წესით ს.კ. \"ზუგდიდი\"-ს 51% პაკეტის მფლობელი უკრაინელი სპონსორები გახდნენ, თუმცა უცხოელმა ინვესტორებმა კლუბი მალე დატოვეს.
დღემდე ზუგდიდის მერია და გამგეობა კლუბის 50-50% წილის მფლობელები ივნენ . 6 ივნისის საკერებულოს სხდომაზე გადაწყდა რომ გამგაბა მერიას თავის კუთვნილ 25 % უასასყიდლოდ დაუთმობდა, თუმცა როგორგ სარებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავმა რადიო „ათინათს“ განუმარტა , მერია და გამგეობა შეთთანახმდენ, იმაზე რომ მუნიციპალიტეტი ქალაქს 25% არ გადასცემდა, პირიქით მერია გამგეობას 1% დაუმატებდა.
საფეხბურთო კლუბი \"ზუგდიდი\" ამ ეტაპზე ეროვნული ლიგა 2 -ის ბოლო ადგილზეა.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/