დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26-ე წლის აღნიშვნა ზუგდიდში
დღეს ზუგდიდში დამოუკიდებლობის აღდგენის 26-ე წლისთავი სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ბულვარსა და მის მიდებარზე ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში რამდენიმე ღონისძიება დილის ათი საათიდან დაიწყო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, ილია ჭავჭავაძისა და სპირიდონ კედიას ბიუსტები. მათ ზუგდიდელებსა და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს. დღევანდელ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო ჯანდაცვის სამინისტრომ. დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. მობილურ ამბულატორიასა და კარავში საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტები ადგილობრივებს C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ჩაუტარეს. საკუთარი სივრცე მოაწყო გარემოს დაცვის სამინისტრომაც. ზუგდიდში იმყოფებოდა მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი. ადგილზე მისულ სტუმრების განწყობაზე ბენდმა UNDER 7-მა იზრუნა. გარდა ადგილობრივი ბენდის კონცერტისა, ცენტრალურ მოედანზე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის, კლასიკური მუსიკის, ხოლო ყოფილი კინოთეატრ „ატრიუმის“ შენობის წინ ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი გაიმართა. ცენტრალურ ბულვარში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სპორტული ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც ზუგდიდელებმა მიიღეს მონაწილეობა. ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტი მოხატეს სკოლის მოსწავლეებმა, დღესვე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ველორბოლა გაიმართა, მოედანზე კი „ვეფხისტყაოსანი“ საჯაროდ წაიკითხეს, სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით კი პლენერი სახელწოდებით „ჩემი ვეფხისტყაოსანი“ მოეწყო. დღესვე ზუგდიდის არტ-გალერეაში მხატვარ ელენე ფიფიას ფერსონალური გამოფენა გაიხსნა. დღეს მთელი დღის განმავლობაში გადაკეტილი იყო ქალაქის ცენტრალური ნაწილი. დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას ზუგდიდელები საკუთარ ოჯახებთან ერთად შეუერთდნენ. საზეიმო ღონისძიებები დღეს 21:00-სთ-ზე გალა კონცერტითი დასრულდება. წელს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ლოზუნგით - ,,მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ'' იმართება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
„დროის კაფსულის“ ჩადების საზეიმო ცერემონია
Giorgi Kvirikashvili
მზადება 26 მაისისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დამოუკიდებლობის დღიდან 25 წელი გავიდა ( 26 მაისი ) damoukide...
THOUSE GE
#26მაისი - საზეიმო ღონისძიებები გორში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
26 მაისის ბოლო სამზადისი და რეპეტიცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
26 მაისის ბოლო სამზადისი და რეპეტიცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მზადება 26 მაისისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
26 მაისი - ეს დღე ჩვენია
Giorgi Kvirikashvili