26 მაისის ბოლო სამზადისი და რეპეტიცია


ხვალ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 101 და დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წელი სრულდება. ამ დღის აღსანიშნავად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. მოვლენების მთავარი ეპიცენტრი წელსაც რუსთაველის გამზირი იქნება, სადაც ახალწვეულები ფიცს დადებენ, მთელი დღის განმავლობაში კი სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.

ისტორიული თარიღის აღნიშვნას წელსაც უერთდება საქართველოს პირველი არხი. 10:00 საათიდან ჩვენი უწყვეტი ეთერი სწორედ 26 მაისის აღნიშვნას დაეთმობა. 20:00 საათზე კი საქართველოს პირველი არხი პირველი რესპუბლიკის მოედანზე ორ ნაწილად დაყოფილ საკონცერტო პროგრამას წარმოადგენს და პირდაპირ ეთერში გადასცემს. ამ წუთებში თბილისში 26 მაისის ბოლო სამზადისი და რეპეტიცია მიმდინარეობს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან