ბათუმის ტრაგედია | გლოვის დღე | День траура |Day of mourning

10/11/2021
gia surmanidze [gs]-ის მიერ

location map:https://www.google.com/maps/search/26...
მას შემდეგ, რაც 8 ოქტომბერს, ბათუმში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა, 11 ოქტომბერი საქართველოში ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა.

ბოლო ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, ორი ბავშვი და მათი დედა. ეს უკანასკნელი ინციდენტიდან, დაახლოებით, რვა საათში ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, თუმცა იგი საადმყოფოში ამ დილით გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთი ადამიანი, 36 წლის მამაკაცი, რომელიც ნანგრევებიდან 11 საათის შემდეგ ამოიყვანეს, მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში რჩება.

მაშველები ნანგრევების ქვეშ მოყოლილთა გადასარჩენად 24 საათზე მეტხანს მუშაობდნენ. მომხდარის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უკვე დასრულებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე სამი პირი დააკავა, მათ შორის, პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე და ბინის სარემონტო სამუშაოებისთვის დაქირავებული ორი პირი. შსს-ს ცნობით, ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს და 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ეროვნული გლოვის დღის გამოცხადებისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს დილით ყველა დამნაშავის კანონის სრული სიმკაცრით დასჯის პირობა დადო.

8 октября объявлен днем ​​национального траура в Грузии после обрушения семиэтажного жилого дома в Батуми 8 октября.

По последней информации, в результате обрушения здания погибли 9 человек, в том числе двое детей и их мать. Последний был спасен живым из-под завалов примерно через восемь часов после последнего инцидента, хотя сегодня утром он скончался в больнице.

4 ოქტომბერს მოქალაქე ზაურ ბუდატოვმა საჯარო რეესტრს მიმართა და 26 მაისის ქუჩის 13 ნომერში მდებარე კორპუსის სარდაფის, როგორც უძრავი ნივთის რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. საჯარო რეესტრმა სარეგისტრაციო წარმოება 8 ოქტომბერს, 18:33 საათზე, ანუ მას შემდეგ შეაჩერა, როცა კორპუსი უკვე ჩამონგრეული იყო. უწყებამ ბუდატოვს კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინისა და სარდაფის გაერთიანების შიდა აზომვითი ნახაზი მოსთხოვა.

გარდა ამისა, საჯარო რეესტრი მიუთითებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ კანონზე და ამობს, რომ ამხანაგობის წევრების საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ამ ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. როგორც ჩანს, ბუდატოვს ყველას თანხმობა არ ჰქონდა.

ბუდატოვს შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოსადგენად 30-დღიანი ვადა განესაზღვრა. რეესტრის გადაწყვეტილებაში მითითებულია ისიც, რომ ამ ვადაში დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდება და გადახდილი მომსახურების საფასური უკან დაბრუნებას არ დაექვემდებარება.

როგორც საჯარო დოკუმენტებიდან ხდება ცნობილი, ბუდატოვი (ზოგიერთ დოკუმენტში მოხსენიებულია, როგორც ბუდაგოვი) ჩამონგრეული კორპუსის პირველ სართულზე 73,03 კვ.მ და 36,18 კვ.მ-ის ფართობის ბინებს ფლობდა. მისსავე მფლობელობაში არსებული სარდაფის ფართობი კი 5,78 კვ.მ იყო.

სავარაუდოა, რომ ბუდატოვს სარემონტო სამუშაოები დაწყებული ჰქონდა. ნგრევის თვითმხილველი ამბობს, რომ კორპუსის ჩამოშლამდე დაინახა ადამიანები, რომლებსაც შენობაში სამშენებლო იარაღები შეჰქონდათ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ზაურ ბუდატოვი გამოკითხვაზეც იყო დაბარებული.

რეესტრის ამონაწერზე თავდაპირველად ინფორმაცია ბათუმელებმა გაავრცელა. გამოცემა თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ამ მისამართზე სამშენებლო სამუშაოები ტარდებოდა და ამას აპროტესტებდნენ. მათი თქმით, \"სახლი ზანზარებდა\". გამოცემის წყაროს ინფორმაციით, კორპუსის სარდაფიდან დიდი ოდენობით მიწა ამოიღეს.
ერთი რამ შემიძლია გითხრათ დაზუსტებით, რომ უკანასკნელი 10 წლის და მეტი ხნის განმავლობაში, არც მიშენებაზე, არც დაშენებაზე მერიისთვის არც არავის მოუმართავს და არც მერიას გაუცია ნებართვა\", — ამბობს ლელა სურმანიძე.

  / gia.surmanidze  
  / giatv25  
  / gia.tv25  
https://vk.com/id29155070
https://ok.ru/profile/316511548655

ბათუმის ტრაგედია | გლოვის დღე | День траура |Day of mourning

georgia,batumi,грузия,батуми,გლოვის დღე,День траура,Day of mourning,11/10/2021,ბათუმის ტრაგედია,ბათუმი,ბათუმში კორპუსი ჩამოინგრა,თბილისი,metalcore,последние новости,траур,გლოვის დღე საქართველოში,პოლიტიკა,В Батуми обрушилось здание,The building collapsed in Batumi,დაღუპულთა მემორიალი,Мемориал погибшим,Memorial to the victims,ხალხი ნანგრევებთან შეიკრიბა,Люди собрались вокруг руин,People gathered around the ruins,board game,things to do in georgia,People,funny