ბათუმი,მომსახურების სააგენტო,მანქანის გაფორმება | батуми,Покупка и оформление автомобиля|MIA Force
Subscribe@gia_surmanidze location map:https://www.google.com/search?tbs=lf:...[[41.63296456184256,41.63898552778146],[41.63055082668234,41.63351382139108],null,[41.63175770556006,41.63624967458627],18] https://www.sa.gov.ge/ შსს მომსახურების სააგენტოს მიზანი: სერვისების დახვეწა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მომსახურების გაუმჯობესება. შსს მომსახურების სააგენტოს მისიაა: • საზოგადოების ჩართულობით ჩამოაყალიბოს მარტივი, სწრაფი, სანდო, თანამედროვე და მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული სისტემა. • ხელი შეუწყოს სერვისების განვითარებასა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას • უზრუნველყოს სააგენტოს საქმიანობისადმი საზოგადოების ნდობის გაზრდა შსს მომსახურების სააგენტოს ძირითადი ღირებულებები: პროფესიონალიზმი: მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები მოქმედებენ კანონმდებლობისა და მომსახურების სტანდარტების შესაბამისად. სხვადასხვა ტრენინგებისა და სწავლებების შედეგად, მუდმივად ხდება თანამშრომლების გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. კომფორტული გარემოს შექმნა: მომსახურების სააგენტო მაქსიმალურად ორიენტირებულია მოქალაქეებისთვის კომფორტული გარემოს შექმნაზე, ხარისხიანი და სწრაფი სერვისის მიწოდებაზე და ეფექტიან მომსახურებაზე. ამავდროულად, სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული ადაპტირებულია და მორგებულია შშმ პირების კონკრეტულ საჭიროებებზე. გამჭვირვალობა: მომსახურების სააგენტოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის, კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას ფარგლებში, შსს-ს მომსახურების სააგენტომ და სპორტულმა კლუბმა - MIA Force, ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ბათუმში უსაფრთხო მოძრაობის კვირეული დაიწყო. კვირეული ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკთან გამოფენით გაიხსნა, რომელსაც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები, ბათუმის ვიცე-მერი და სხვა სტუმრები დაესწრნენ. სტუმრებმა შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ სპეციალურად ამ დღისთვის მოწყობილი კუთხე დაათვალიერეს, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის შესახებ შექმნილი ვიდეორგოლები ნახეს და პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, დათო ნიკოლეიშვილმა დაინტერესებულ პირებს კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების შესახებ ინფორმაცია გააცნო. ერთი კვირის განმავლობაში, შსს-ს მომსახურების სააგენტო ყოველდღიურად ტურისტებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს სხვადასხვა სახის შემეცნებით და გასართობ ღონისძიებას შესთავაზებს. საგამოფენო სივრცეში მოწყობილ „მართვის სკოლაში“ ბავშვებისთვის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე სახალისო შემეცნებითი ლექციები გაიმართება, ასევე, დამთვალიერებელს საშუალება ექნება, ნახოს შსს-ს სპორტული კლუბის - MIA Force იმიტირებული სარბოლო ტრასა, ლეგენდის და ფორმულას კლასის ავტომობილები. კვირეულის ფარგლებში გაიცემა ველოსიპედების მართვის მოწმობები ბავშვებისთვის და გაიმართება ველომოყვარულების მარათონი, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის მხარდასაჭერად. ბათუმი,მომსახურების სააგენტო,მანქანის გაფორმება | батуми,Покупка и оформление автомобиля|MIA Force #მანქანისგაფორმება #მომსახურებისსააგენტო #შსს https://www.facebook.com/gia.surmanidze https://twitter.com/GiaTv25 https://www.instagram.com/gia.tv25/ https://vk.com/id29155070 https://ok.ru/profile/316511548655
gia surmanidze [gs]-ის სხვა ვიდეოები
02:54
Батуми,новый 2021 год наступил|Batumi,new year 202...
00:52
наводнение в Батуми/улицы затоплены/წყალდიდობა ბათ...
02:30
Батуми после наводнения/ბათუმი წყალდიდობის შემდეგ/...
02:00
სხალთის მონასტერი,სხალთის ეპარქია|Церковь схалта|S...
02:49
#ბეშუმი 2022 | #Beshumi 2022 | #Бешуми 2022
05:14
ბეშუმი კურორტი | Beshumi,georgia | Бешуми,аджария...
10:18
⁴ᴷ⁶⁰fishing from a boat to the sea|рыбалка с лодки...
მსგავსი ვიდეოები
#ნაშუადღევს ეძებე ვაკანსია - პროგრამის მორიგი ეტაპი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამის მორიგი ეტაპი იწყ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მომსახურების სააგენტო მუშაობას ანახლებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ახალიდღე მომსახურების სააგენტოს სერვისები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მომსახურების სააგენტოს განახლებული სერვისები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მემორანდუმის გაფორმება.avi
მომსახურების სააგენტო
შსს-ს მომსახურების სააგენტოს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster