ბათუმში კორპუსი ადამიანებით ჩამოინგრა|В Батуми обрушился дом с людьми

08.10.2021 03:44

location map:https://www.google.com/maps/search/26... მას შემდეგ, რაც ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, გავრცელდა არაერთი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ნგრევა მშენებლობამ გამოიწვია. მერიაში ამბობენ, რომ ბოლო წლებში ამ კორპუსზე მსგავსი ნებართვა არ გაცემულა, პარალელურად კი ცნობილი ხდება, რომ ბინის ერთ-ერთ მფლობელს, სავარაუდოდ, სარდაფისა და ბინის გაერთიანება სურდა. დაუზუსტებელია, დაიწყო თუ არა მან მშენებლობა, რადგან საჯარო რეესტრიდან თანხმობა არ ჰქონდა, მაგრამ თვითმხილველები ამბობენ, რომ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. Число погибших при обрушении дома в Батуми увеличилось до четырех Спасатели извлекли из-под завалов частично обрушившегося жилого дома в центре Батуми тела четверых человек, в том числе одного несовершеннолетнего. Об этом сообщает местное издание 4 ოქტომბერს მოქალაქე ზაურ ბუდატოვმა საჯარო რეესტრს მიმართა და 26 მაისის ქუჩის 13 ნომერში მდებარე კორპუსის სარდაფის, როგორც უძრავი ნივთის რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. საჯარო რეესტრმა სარეგისტრაციო წარმოება 8 ოქტომბერს, 18:33 საათზე, ანუ მას შემდეგ შეაჩერა, როცა კორპუსი უკვე ჩამონგრეული იყო. უწყებამ ბუდატოვს კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინისა და სარდაფის გაერთიანების შიდა აზომვითი ნახაზი მოსთხოვა. გარდა ამისა, საჯარო რეესტრი მიუთითებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ კანონზე და ამობს, რომ ამხანაგობის წევრების საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ამ ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. როგორც ჩანს, ბუდატოვს ყველას თანხმობა არ ჰქონდა. ბუდატოვს შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოსადგენად 30-დღიანი ვადა განესაზღვრა. რეესტრის გადაწყვეტილებაში მითითებულია ისიც, რომ ამ ვადაში დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდება და გადახდილი მომსახურების საფასური უკან დაბრუნებას არ დაექვემდებარება. როგორც საჯარო დოკუმენტებიდან ხდება ცნობილი, ბუდატოვი (ზოგიერთ დოკუმენტში მოხსენიებულია, როგორც ბუდაგოვი) ჩამონგრეული კორპუსის პირველ სართულზე 73,03 კვ.მ და 36,18 კვ.მ-ის ფართობის ბინებს ფლობდა. მისსავე მფლობელობაში არსებული სარდაფის ფართობი კი 5,78 კვ.მ იყო. სავარაუდოა, რომ ბუდატოვს სარემონტო სამუშაოები დაწყებული ჰქონდა. ნგრევის თვითმხილველი ამბობს, რომ კორპუსის ჩამოშლამდე დაინახა ადამიანები, რომლებსაც შენობაში სამშენებლო იარაღები შეჰქონდათ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ზაურ ბუდატოვი გამოკითხვაზეც იყო დაბარებული. რეესტრის ამონაწერზე თავდაპირველად ინფორმაცია ბათუმელებმა გაავრცელა. გამოცემა თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ამ მისამართზე სამშენებლო სამუშაოები ტარდებოდა და ამას აპროტესტებდნენ. მათი თქმით, "სახლი ზანზარებდა". გამოცემის წყაროს ინფორმაციით, კორპუსის სარდაფიდან დიდი ოდენობით მიწა ამოიღეს. ბათუმის მერის მოადგილემ დღეს თქვა, რომ ჩამონგრეული კორპუსში მშენებლობაზე ბოლო 10 წლის განმავლობაში, მერიას ნებართვა არ გაუცია. მისი თქმით, მიმდინარეობს გამოძიება და ნგრევის მიზეზები ამის შემდეგ გახდება ცნობილი. "ერთი რამ შემიძლია გითხრათ დაზუსტებით, რომ უკანასკნელი 10 წლის და მეტი ხნის განმავლობაში, არც მიშენებაზე, არც დაშენებაზე მერიისთვის არც არავის მოუმართავს და არც მერიას გაუცია ნებართვა", — ამბობს ლელა სურმანიძე. სამშენებლო სამუშაოებს ასახელებს სავარაუდო მიზეზად შს მინისტრი ვახტანგ გომელაურიც. მისი თქმით, შესაძლოა, ნგრევა ქვედა სართულზე მიმდინარე სამუშაოებმა გამოიწვია, რომელსაც მესაკუთრეები აკეთებდნენ. თუმცა გომელაური დასძენს, რომ ჯერ გამოძიება მიმდინარეობს და ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ. 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მაშველები თითქმის 18 საათია ცდილობენ ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების ამოყვანას. ბოლო ინფორმაციით, ნანგრევებში ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათ შორის ერთი ბავშვია. გარდა ამისა, ნაპოვნია ორი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. ამასთან, დღის განმავლობაში ნანგრევების ქვეშ მოყოლილი მანქანიდან ამოიყვანეს წლის და 3 თვის ბავშვი. ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს ბათუმში კორპუსი ადამიანებით ჩამოინგრა|В Батуми обрушился дом с людьми ბათუმში კორპუსი ადამიანებით ჩამოინგრა,В Батуми обрушился дом с людьми,კორპუსი,სახლი,ჩამოინგრა,Батуми,обрушился,дом,с людьми,общение с людьми,как общаться с людьми,House with people collapsed in Batumi,georgia,batumi,eastern europe,collapsed,people,Batum'da insanların olduğu ev çöktü,çöktü,insanların,Batum'da,olduğu

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ბათუმის ტრაგედია | გლოვის დღე | День траура |Day of mourning
00:59

ბათუმის ტრაგედია | გლოვის დღე | День траура |Day of mourning

gia surmanidze [gs]

ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან ადამიანების ხმა ისმის
05:51

ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან ადამიანების ხმა ი...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ბათუმში კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს
01:43

ბათუმში კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაკავებულებს ბრალი წარუდგინე...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კორპუსის ჩამონგრევის კადრები ბათუმში
00:20

კორპუსის ჩამონგრევის კადრები ბათუმში

MULTIMEDIA GE

ნიკოპოლში რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად საცხოვრებელი სახლები განადგურდა
01:49

ნიკოპოლში რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედე...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„თბილისი პრაიდის“ კვირეული
02:19

„თბილისი პრაიდის“ კვირეული

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

თამარ ჯაყელი - \"ანას ბაღის\" პროტესტის შესახებ
10:26

თამარ ჯაყელი - "ანას ბაღის" პროტესტის შესახებ

ახალგაზრდა მწვანეები • Georgian Young Greens

სამძიმრის წერილები ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო
02:32

სამძიმრის წერილები ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო