ნიკოპოლში რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად საცხოვრებელი სახლები განადგურდა
ნიკოპოლში რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად საცხოვრებელი სახლები განადგურდა, - ინფორმაციას დნიპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს. მისი თქმით, ამ დროისთვის ნანგრევებიდან ორი დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს. უკრაინული მედიის ცნობით, სარაკეტო დარტყმას მსხვერპლი მოჰყვა ხარკოვის ოლქის ქალაქ ჩუგუევშიც. არიან დაშავებულები. დაბომბვის შედეგად ნაწილობრივ განადგურდა ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. არიან დაშავებულებიც, თუმცა, ნანგრევებში ადამიანების მოსაძებნად სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება. რუსულმა ძალებმა დაბომბეს ქალაქი ბახმუტიც, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაშავდა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის ქალაქ დნიპროში განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, დაიღუპა სამი და დაშავდა 15 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ ნასროლი რაკეტები მოხვდა ერთ-ერთ საწარმოსა და ხალხმრავალ ქუჩას. პარალელურად, რუსული აგრესიის 143-ე დღეს აქტიური საბრძოლო მოქმედებები ისევ მიმდინარეობს ქვეყნის აღმოსავლეთში. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა აღადგენს რუსეთის მიერ განადგურებულ ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას, უკრაინელები დარჩებიან ცივილიზებული, ხოლო რუსული საზოგადოება, თაობების განმავლობაში, დასახიჩრებული იქნება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster