უკრაინაზე ავიაიერიშები გრძელდება - რუსულმა ძალებმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით ნიკოპოლში საცხოვრებელი ტერიტორიები დაბომბეს. ორი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა.
სრულად დაინგრა სამი კერძო სახლი, 12 დაზიანდა. ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ოდესის მხარეში მდებარე ერთ-ერთ საწყობზეც. შეტევები გრძელდება ხარკოვის ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე რაიონებშიც. აქტიურად მიმდინარეობს აფეთქებები სლავიანსკზეც. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების სადაზვერვო მიმოხილვით, დნიპროზე არსებულ გადაკვეთებზე კონტროლის დასამყარებლად ხერსონის რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებები აქტიურდება. მათივე ცნობით, სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტებში ჩანს მდინარე დნეპრზე არსებული ანტონოვსკის დაზიანებული ხიდი რომელიც უკრაინული ძალების მიერაა მიყენებული. ამიტომ, ეს არის ძირითადი დაუცველი ადგილი რუსული ძალებისთვის, რადგან ხიდი წარმოადგენს ერთ-ერთ გადასასვლელს ამ მდინარეზე, რომლითაც რუსეთს შეუძლია თავისი ჯარების გადაყვანა დასავლეთ სანაპიროს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს ზონა მოიცავს ქალაქ ხერსონს, რომელსაც პოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს რუსეთისთვის. უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მის ქვეყანას სჭირდება მინიმუმ 50 ერთეული HIMARS-ისა და M270-ის ტიპის არტილერია რუსული თავდასხმების შესაჩერებლად, ხოლო 100 ერთეულის შემთხვევაში კი წარმატებულ კონტრშეტევას განახორციელებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.