ვითარება უკრაინაში


რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გასული დღის განმავლობაში უკრაინაში 4 საავიაციო და 15 სარაკეტო იერიში განახორციელეს. რუსი სამხედროების სამიზნე ხმელნიცკის, დნეპროპეტროვსკის, დონეცკისა და ხერსონის რეგიონების სამოქალაქო ინფრასტრუქტურა გახდა. პარალელურად, სამოქალაქო ობიექტების და სამხედრო პოზიციების წინააღმდეგ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან 50-ჯერ გახსნეს ცეცხლი. რუსეთის ჯარებმა მძიმე არტილერიით დაბომბეს ნიკოპოლი. შედეგად ათამდე მრავალსართულიანი შენობა დაზიანდა. პარალელურად, უკრაინულმა ავიაციამ რუსული ჯარების კონცენტრირების ადგილებზე 6 დარტყმა განახორციელა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან