ორი ადამიანი ემსხვერპლა საოკუპაციო ძალების მიერ კიევის დაბომბვას. წინასწარი ინფორმაციით, ბალისტიკური რაკეტის დაცემის შედეგად, ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. დაიბომბა სუმის ოლქის დასახლებებიც. თავდასხმის სამიზნე გახდა ნიკოპოლიც, 6 ადამიანი დაშავდა. ასევე აფეთქებების ხმა გაისმა ხარკოვში, ხერსონსა და მიკოლაევში. საჰაერო თავდასხმის შედეგად ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა ოდესაში. საჰაერო განგაშია ჩერნიგოვის ოლქშიც. უკრაინის შეიარაღებული ძალების თქმით, რუსული ძალები წინ მიიწევენ ბახმუტში, თუმცა უკრაინელი სამხედროები მათ შეკავებას ქალაქის რამდენიმე რაიონში ახერხებენ.
მათივე ცნობით, სამხედროებმა მოიგერიეს თავდასხმები დუბოვო-ვასილივკას და ბახმუტის მიმართულებებზე. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ რუსეთი იყენებს მძიმე არტილერიას, სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებს. მანამდე, კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მფლობელი ევგენი პრიგოჟინი ვიდეომიმართვაში აცხადებდა, რომ ბახმუტის აღმოსავლეთ ნაწილი რუსეთის დაქვემდებარებაშია.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.