რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში


ბოლო 24 საათში ფრონტზე რუსულ არმიასთან 35 საბრძოლო შეტაკება მოხდა. უკრაინელი სამხედროების ცნობით, რუსეთი კვლავაც კონცენტრირებულია ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების სრულ ოკუპაციაზე, თუმცა მათი შეტევები უშედეგოა. ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით კი, უკრაინის არმია კონტრშეტევას ოთხი მიმართულებით განაგრძობს, მათ შორის ლუგანსკის ოლქშიც. ასევე უკრაინელებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს ბახმუტის მიმართულებით, სადაც მათ 1400 მეტრით წაიწიეს წინ. ლოკალური შეტევები გრძელდება დონეცკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებითაც. როგორც აშშ-ში მდებარე ომის შემსწავლელ ინსტიტუტში ამბობენ, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გარკვეული წარმატება აქვთ ზაპოროჟიეს დასავლეთ ნაწილში. თავის მხრივ რუსეთი საჰაერო შეტევებს განაგრძობს. გასულ ღამეს რუსეთის სამიზნე იყო ხარკოვის და სუმის ოლქები. უკრაინის თავდაცვის ძალებმა შეძლეს ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი გაენადგურებინათ. კვლავაც რთული ვითარებაა კახოვკის ელექტროსადგურის ჩამონგრევის შედეგად დატბორილ რეგიონებში. სწორედ ამ თემაზე გაამახვილა ყურადღება თავის ყოველდღიურ გამოსვლაში უკრაინის პრეზიდენტმაც. ზელენსკიმ ზოგიერთი ქვეყანა ამ საკითხისადმი გულგრილ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან