რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში


უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. გასულ ღამეს, რუსული ძალების მიერ ხარკოვზე სარაკეტო შეტევა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის ხელმძღვანელი ავრცელებს. ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, დარტყმა სამოქალაქო საწარმოს ტერიტორიაზე მოხდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას არ ვრცელდება. ამასთან, რუსული მხარე უკრაინას სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილოეთის მიმართულებებით თავს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა. უკრაინულმა ძალებმა 30 შაჰედის ტიპის თვითმფრინავიდან 16-ის განადგურება შეძლეს. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან