ბათუმში კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს
რამ გამოიწვია ბათუმში შვიდსართულიანი კორპუსის ნგრევა? - პროკურატურის ინფორმაციით, შენობის პირველ სართულზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები ნებართვის გარეშე, საინჟინრო და უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობდა. გამოძიების ცნობითვე, სამუშაოების გეგმა, როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კედლების მოშლას მოიცავდა. შედეგად დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა, რამაც შენობის ნგრევა გამოიწვია და ცხრა ადამიანის, მათ შორის სამი არასრულწლოვნის სიცოცხლე იმსხვერპლა. ნგრევის ფაქტზე დაკავებულებს ბრალი უკვე ოფიციალურად წარედგინათ. დაკავებულია პირველი სართულის მეპატრონე და სამუშაოების ჩასატარებლად მის მიერ დაქირავებული კიდევ ორი პირი. მათ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ედავებიან, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია. პროკურატურა სამივე ბრალდებულისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. პირველ შეფასებას აკეთებს დაკავებულების ადვოკატი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულების სასამართლო...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სასამართლო პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაკავებულ 3 პირს ბრალი...
Formula News
ბათუმის ტრაგედია | გლოვის დღე | День траура |Day of mourning
gia surmanidze [gs]
ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე სამი პირია დაკ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკანონო მიშენებები მარნეულში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბათუმში კორპუსის ნგრევის ამსახველი კადრები
nani geferidze
ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის საქმეზე დაკავებულებს პ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia