სამძიმრის წერილები ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო
ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს უსამძიმრებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: „ღრმად ვარ დამწუხრებული ბათუმში შენობის ჩამონგრევის გამო. ჩემი ფიქრებით დაღუპულთა ნათესავებთან და მეგობრებთან ვარ. დაშავებულებს სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ქართველო მეგობრებო, გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი ღრმა თანაგრძნობა და სოლიდარობა“, – ვკითხულობთ სამძიმრის წერილში. წერილს აქვეყნებს საქართველოში ბრიტანეთის საელჩოც: „თანავუგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს. გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ დაშავებულებს. ქედს ვიხრით ყველა იმ ადამიანის ძალისხმევის წინაშე, რომლებიც ამ წუთებამდე მუშაობენ ტრაგედიის ადგილზე“, – წერია საელჩოს განცხადებაში. სამძიმრის წერილის აქვეყნებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროც: „საქართველო გლოვობს ტრაგიკულად დაღუპულ და მძიმედ დაზიანებულ ადამიანებს, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შემდეგ. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებსა და ახლობლებს. ლიეტუვა თქვენს გვერდით დგას ამ მწუხარების ჟამს“, – ვკითხულობთ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ სამძიმრის წერილში. ევროპარლამენტარი სვენ მიკსერი ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს: „ძალიან ვწუხვარ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ვიზიარებ ქართველი ერის ტკივილს“, – წერს სვენ მიკსერი „ტვიტერში“. დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი: „მონაწილე ვარ საქართველოს მოქალაქეების გლოვისა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს“,- წერს ჰარცელი „ტვიტერის“ გვერდზე. დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს უსამძიმრებს საქართველოში საფრანგეთის ელჩი: „საფრანგეთის საელჩო და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი უერთდება გლოვას შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა გამო. ამასთან, პატივისცემას გამოვხატავთ მაშველების უწყვეტ მუშაობასთან დაკავშირებით“, – წერია სამძიმრის წერილში. მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს ნიდერლანდების ელჩი საქართველოში: „გულით ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს და ყველა მათგანს, ვინც დაზარალდა ბათუმში ბინის ჩამონგრევის შედეგად“ - ვკითხულობთ დიპლომატის განცხადებაში. ქართველ ხალხს უსამძიმრებს საქართველოში რუმინეთის ელჩი: „გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ქართველ ხალხს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა“, – წერია სამძიმრის წერილში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ტრაგედია შატილის გზაზე - გლოვის დღე საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მსახიობი მარინა ჯანაშია გარდაიცვალა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაერთიანებული სამეფო დედოფალ ელისაბედ მეორეს გლოვობს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არჩილ შუბაშვილი გარდაიცვალა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამძიმრის წერილები, 7 ივლისი, 2014
The Eduard Shevardnadze Center
სამძიმრის წერილები საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიაზე
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
მეგობარი ქვეყნების პირველი პირებისგან სამძიმრის წერილები ამ...
TV IMEDI
ქრონიკა 11:00 საათზე - 7 ნოემბერი, 2023 წელი
TV IMEDI