მსახიობი მარინა ჯანაშია გარდაიცვალა
71 წლის ასაკში მსახიობი მარინა ჯანაშია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მსახიობის ოჯახის წევრები ავრცელებენ. მარინა ჯანაშიამ 1971 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი 1968–1981 წლებში, 1981–1987 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, ხოლო 1988 წლიდან კვლავ რუსთაველის თეატრის მსახიობი. აღსანიშნავი როლებია: პაჟი („ანტიგონე“), მარტირიო („ბერნარდა ალბას სახლი“), ჯულიეტა („რომეო და ჯულიეტა“), „გუშინდელნი“, ქეთო („ქალის ტვირთი“), მარინე („აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე“), დორისი („წელიწადში მხოლოდ ერთხელ“), ბაბული („ნახვის დღე“), „მოხუცი ჯამბაზები“. ნათამაშები აქვს რამდენიმე ფილმში: „კუკარაჩა“ (ანიკო), „მარადისობის კანონი“ (მარიამი), „სიბრძნე სიცრუისა“ (მელა), „გრძელი ნათელი დღეები“ (მასწავლებელი). საქართველოს პირველი არხი მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს მსახიობის ოჯახს. მარინა ჯანაშიას გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს და სამძიმრის წერილები გაავრცელეს საქართველოს პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და დედაქალაქის მერმა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მარინა ჯანაშიას გახსენება
MULTIMEDIA GE
მარინა ჯანაშია გარდაიცვალა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამოთხოვება მარინა ჯანაშიასთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველო გამორჩეულ მსახიობს მარინა ჯანაშიას ემშვიდობება
TV IMEDI
მსახიობი მარინა ჯანაშია სტუმრად „იმედის დღეში“
TV IMEDI
როგორ იხსენებს ეროსი მანჯგალაძეს "დღის პოსტის" წამყვანი და მ...
POS TV
ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ! მარინა ჯანაშია
ფარვანაა მსახიობის ცხოვრება... მარინა ჯანაშია
Katrin Cheka