მარინა ჯანაშია გარდაიცვალა
გარდაიცვალა ქართული თეატრის და კინოს გამორჩეული მსახიობი - ქვეყანა მარინა ჯანაშიას ეთხოვება. თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარების შემდეგ მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში მოხვდა, შემდეგ იყო რუსთაველის თეატრში გატარებული არაერთი წელი, მოგვიანებით მარჯანიშვილის თეატრი, წლების მერე ისევ დაბრუნება რუსთაველის თეატრში და უამრავი საინტერესო პერსონაჟი. პირველი როლი დიდ სცენაზე ჯერ კიდევ პირველი კურსის სტუდენტმა შეასრულა „ანტიგონეში“. „ვერასოდეს შევეჩვიე და ვერ გავიუბრალოვე ეს პროფესია... ეს არის დაუსრულებელი ემოციები და განცდები“, - ამბობდა მსახიობი, როდესაც კინოსა და თეატრს შორის შედარების გაკეთებას და საყვარელ პროფესიაზე საუბარს სთხოვდნენ. მძიმე დაავადებასთან ბრძოლისა და ბოლო წლებში ჩატარებული რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, მსახიობი სცენაზე დგომას და სპექტაკლებში მონაწილეობას მაინც ახერხებდა. მარინა ჯანაშიას კინოსა და თეატრში ათეულობით დასამახსოვრებელი როლი აქვს შესრულებული. მსახიობი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მსახიობი მარინა ჯანაშია გარდაიცვალა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მარინა ჯანაშიას გახსენება
MULTIMEDIA GE
გამოთხოვება მარინა ჯანაშიასთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველო გამორჩეულ მსახიობს მარინა ჯანაშიას ემშვიდობება
TV IMEDI
მარინა ჯანაშია - "38 კილო ვიყავი. ვერ დავდიოდი, ვერ ვჭამდი,...
TIAGE
მარინა ჯანაშია ნანუკას შოუში - 2018 წელი
ნანუკას არხი / Nanuka's Channel
მარინა ჯანაშია რუბრიკაში “პირადი ნივთები“
TV IMEDI
სხვა მხარე | მარინა ჯანაშია | ანონსი
studio13 tbstudio13