დავალიანების გამო "ზუგდიდი" შესაძლოა პირველი ლიგის მიღმაც დარჩეს
ს.კ. ზუგდიდის "ზუგდიდის" ფეხბურთელებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კლუბის დავალიანების შესახებ ისაუბრეს, რის გამოც, შესაძლოა, გუნდმა ლიცენზია ვერ გაიაროს და პრო 2-ში თამაში აეკრძალოს. ფეხბურთელების თქმით, მათთვის, სამთვენახევარია, ხელფასი არ გადაუხდიათ. ამის კონკრეტულ მიზეზს არ ეუბნებიან, თუმცა, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მიზეზი კლუბის ბიუჯეტში ფულის არ არსებობაა. ფეხბურთელები აღნიშნავენ, რომ გარდამავალ ჩემპიონატში გუნდისთვის დარიცხული 600 000 ლარი არამიზნობრივად დაიხარჯა. "კლუბის შემოთავაზება იყო დეკემბრის ბოლომდე ნახევარი თვის ხელფასების ჩარიცხვა. ეს არის თანხა იმისთვის, რომ ფეხბურთელი დროებით გააჩუმო, ამიტომაც უარი ვთქვით და შევთავაზეთ, დეკემბრის ბოლომდე თვენახევრის ხელფასი მაინც მოეცათ,დანარჩენი ორი თვის გასასტუმრებლად კი საკმაოდ დროს ვაძლევდით, თუმცა, ცივი უარი მივიღეთ. ვურჩევ კლუბის ხელმძღვანელობას, მოიძიონ ეს თანხები და მივაღწიოთ შეთანხმებას, რათა "ზუგდიდმა" ითამაშოს პრო 2"-ში" - აღნიშნა ფეხბურთელმა გიგა ბეჭვაიამ. პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტ ჯაბა მუჯირის განცხადებით, მან ზუგდიდის მერისგან მიიღო წინადადება, რომლის თანახმადაც ფეხბურთელებს ორთვენახევარის ხელფასს დაურიცხავდნენ, ხოლო დეკემბრის დავალიანებას ვერ მიიღებდნენ. რაც შეეხება უკრაინელ ინვესტორს, მის წინააღმდეგ არანაირი ბერკეტი არ არსებობს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, მუჯირის თქმით, ფეხბურთელების მხარესაა. არსებული სიტუაცია კი კითხვის ნიშნებს აჩენს. ამავე პრესკონფერენციაზე ისაუბრეს ფეხბურთელების რთული საცხოვრებელი პირობების შესახებაც. "დავალიანების გამო ჩაუჭრეს ელექტროენერგია და გაზი. ერთ-ერთმა კომპანიამ მათ საჩუქრად გადასცა სოსისები. ფეხბურთელმა კი ჩააბარა ეს სოსისები და ჩართო გაზი და ინტერნეტი სახლში", - დასძინა მუჯირმა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ს.კ. "ზუგდიდს\
sopo xubulava
ს.კ. "ზუგდიდს\
Radio Atinati
ზუგდიდში ენმ-მ თვითმმართველობის საქმიანობის 100 დღე შეაფასა
Radio Atinati
ოპოზიცია „თაუნ პარკის“ საკითხის შესწავლას ითხოვს
Radio Atinati
ზუგდიდში სკოლის მიკროავტობუსის მძღოლებმა აქცია გამართეს
Radio Atinati
კლუბ "ზუგდიდის" 51% გასხვისდება
Radio Atinati
საკრებულოს ფრაქციამ "ზუგდიდი"ელექტრონული პეტიციის ინიციატივა...
Radio Atinati
უცნაური სახელები - ზუგდიდი
Mrpresident