ს.კ. "ზუგდიდს\
ს.კ. "ზუგდიდს" მზია მიქავასთვის ორი თვის საცხოვრებლის ქირა აქვს გადასახდელი. თუკი დეკემბრის ბოლომდე დავალიანება სრულად არ დაიფარება, მიქავა კლუბს სასამართლოში უჩივლებს. ამის შესახებ მან რადიო "ათინათს" უთხრა. მიქავასა და კლუბს შორის, ხუთი თვის წინ ხელშეკრულება დაიდო, რომლის მიხედვითაც, მის სახლში თერთმეტ ფეხბურთელს უნდა ეცხოვრა. მიქავა ამბობს, რომ აღმასრულებელ დირექტორთან გელა ინალიშვილთან მოლაპარაკების შემდეგ, 26 ივნისიდან მისი სახლი იქირავეს. პირობის თანახმად, კლუბს, ქირასთან ერთად, გაზისა და შუქის ფული უნდა გადაეხადა. ამასთან, უშუალოდ ფეხბურთელებს, ინტერნეტის გადასახადის გადახდაც ევალებოდათ, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მათ ხელფასს არ ურიცხავდნენ, ხშირად ეთიშებოდათ. "მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ. ხელშეკრულება დავდე, რომელსაც ხელი მოვაწერე. მე რომ ეს შეთანხმება დავარღვიო, მეტი მიზეზი ექნებათ, რომ დავალიანება არ გადამიხადონ", - თქვა მზია მიქავამ. ის ამბობს, რომ ფინანსური პრობლემების აღმოსაფხვრელად კლუბს რამდენჯერმე მიმართა. ისინი პირდებოდნენ, რომ ფულს ჩაურიცხავდნენ, თუმცა, ელექტროეენერგიის დავალიანების გამო, მას შუქიც ჩაუჭრეს. მას შემდეგ, რაც მიქავამ, დავალიანების, 230 ლარის გადახდა მოითხოვა და კლუბისგან ეს თანხა ვერ მიიღო, ვიცე-პრეზიდენტს ლევან გულორდავას დაუკავშირდა, რომელმაც ეს თანხა "საკუთარი ჯიბის ფულით" დაფარა. მისივე თქმით, პირველი ორი თვის განმავლობაში, ფეხბურთელებს საკვებს ორი მზარეული უმზადებდა, თუმცა, კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ისინი სამსახურიდან დაითხოვეს. "ჩვენ ვერ გაჭმევთ, ხელფასებს გაძლევთ - უთხრეს კლუბის წარმოამდგენლებმა ბიჭებს. ამ დროს ხელფასებსაც არ უხდიდნენ. დარჩნენ მშიერი ბიჭები და მათთვის ადგილობრივ ფეხბურთელებს სახლიდან მოჰქონდათ საკვები", - დასძინა მიქავამ. მისი რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, გელა ინალიშვილს ვერ უკავშირდება. მიქავამ ქალაქის მერთან შეხვედრაც სცადა, თუმცა, უშედეგოდ. კლუბის ხელმღვანელობა რადიო "ათინათის" ზარებს არ პასუხობს რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ს.კ. "ზუგდიდს\
sopo xubulava
ს/კ ,,ზუგდიდმა" საჩხერის ,,ჩიხურა" დაა..
odishitv
ს.კ. „ზუგდიდის“ ვიცე-პრეზიდენტად ზაზა ჯანაშია ინიშნება
Radio Atinati
"ზუგდიდი" საკუთარ მოედანზე თამაშის უფლებას ითხოვს
Radio Atinati
გიორგი გახარია სამეგრელოს მუნიციპალიტეტების მერებს: არავინ მ...
Radio Atinati
გიორგი გახარია სამეგრელოს მუნიციპალიტეტების მერებს: არავინ მ...
Radio Atinati
ზუგდიდის გამგეობა 202 000 ევროს ოდენობით სესხს აიღებს
Radio Atinati
ზუგდიდის მერმა და დეპუტატმა ერთმანეთს „საცოდავი“ და „უზრდელი...
Radio Atinati