ს/კ ,,ზუგდიდმა" საჩხერის ,,ჩიხურა" დაა..
ს/კ ,,ზუგდიდმა" საჩხერის ,,ჩიხურა" დაამარცხა. საქართველოს 24--ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის 6--ე ტურის შეხვედრაში ს.კ. „ზუგდიდმა" დღეს განმუხურის სტადიონზე საჩხერის „ჩიხურას" უმასპინძლა. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები ლომაშვილისა და კვასხვაძის გოლებით ორბურთიანი უპირატესობით იგებდა, ზუგდიდელმა ფეხბურთელებმა მობილიზება შეძლეს და თამაში წარმატებით დაასრულეს. პირველი ნახევრის მიწურულს ხუთწუთიან ინტერვალში მასპინძლებმა წონასწორობა აღადგინეს. თავი ქობალიამ და გაბედავამ გამოიჩინეს. იმავე ქობალიამ მეორე ტაიმში სტანდარტულიდან ჩინებული გოპლი გაიტანა და დუბლი გაიფორმა. შეხვედრას კი წერტილი მეოთხე გოლით შოთა ლომიამ დაუსვა. თამაშის დსარულების შემდეგ ორივე გუნდის მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა. „მინდა ზუგდიდს მივულოცო გამარჯვება.საკმაოდ კარგად დაკომპლექტებული გუნდია და ეს შედეგზეც აისახა.ორბურთიანი სხვაობით ვიგებდით,მაგრამ მასპინძლებმა კარგი თამაშით ოთხი ბურთი გაგვიტანეს,ვულოცავ ზუგდიდს კიდევ ერთხელ ამ მოგებას."-- განაცხადა საჩხერის საფეხბურთო გუნდის „ჩიხურა"ს მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ. http://www.odishi.ge/ http://www.facebook.com/odishitv/
მსგავსი ვიდეოები
ს.კ. საჩხერის „ჩიხურა“ გილოცავთ შობა-ახალ წელს!
FC Chikhura
ცხინვალის „ცხინვალი“ - საჩხერის „ჩიხურა“ 16:30 სთ. პირდაპირი...
ინციდენტი ბაქოში "ჩიხურა" - "ნეფთჩის" შეხვედრაზე
msy georgia
მარტვილის „მერანი“ - საჩხერის „ჩიხურა“ 14:00 სთ პირდაპირი ეთ...
ქობულეთის „შუქურა“ - საჩხერის „ჩიხურა“
ქობულეთის „შუქურა“ - საჩხერის „ჩიხურა“
ქუთასის „ტორპედო“ - საჩხერის „ჩიხურა“-3:1
Rioni.TV