ზუგდიდის გამგეობა 202 000 ევროს ოდენობით სესხს აიღებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დღეს სხვადასხვა საკითხი განიხილეს. სხდომაზე საკრებულომ სესხის აღების შესახებ გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან გამგეობა სესხს აიღებს და ორ უწყებას შორის საინვესტიციო ხელშეკრულება დაიდება. სესხი ათწლიანია და მისი საშეღავათო ვადა 2019 წლის დეკემბრამდეა. "მუნიციპალიტეტი 2019 წლის 29 დეკემბრამდე არაფერს ვიხდით. ეს თანხა გვჭირდება იმისთვის, რომ გვქონდეს სპეც-ტექნიკა. შევიძენთ 3 ნაგავმზდი მანქანას, 100 ცალ სანაგვე ურნას", - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ მაიზერ ნანავამ. სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ მუნიციპალიტეტი 2017 წელს სპეც-ტექნიკას საკუთარი სახრებითაც შეიძენს, თუმცა, ჯერჯერობით, რა დაჯდება მისი შეყიდვა, დათვლილი არ არის. დღესვე საკრებულომ "ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე" ცვლილებებს დაუჭირა მხარი, ამასთან, "ზუგდიდს მუნიციპალიტეტის სატყეო მეურნეობის" და შ.პ.ს. "ზედაეწერის აგრობიზნესისა და ტექნოლოგიის კოლეჯის", შ.პ.ს. ზუგდიდაგროსერვისში" შერწყმის თაობაზე და ჩასატარებელ რეორგანიზაციაზე თანმხობის შესახებ" მიიღო გადაწყვეტილება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
კლუბ "ზუგდიდის" 51% გასხვისდება
Radio Atinati
რუხში „თავისუფალი ზონის“ ტერიტორია აღარ მოეწყობა
Radio Atinati
ზუგდიდის გამგეობა „ტოიოტა პრადოს“ მარკის ავტომობილს სახელმწი...
Radio Atinati
გამგეობა ახალ პროექტს „კარდაკარ საჭიროებებზე” იწყებს
Radio Atinati
თენგიზ ჯგუშიაVSზუგდიდის გამგეობა
Radio Atinati
გამგეობიდან გათავისუფლებულების საქმეზე სასამართლო გადაწყვეტი...
Radio Atinati
საიას ზუგდიდის ოფისმა თემში არსებული პრობლემები შეისწავლა
Radio Atinati
ყოფილი საჯარო მოხელეების საქმეზე მოწმეები დაიკითხნენ
Radio Atinati