ზუგდიდის მერმა და დეპუტატმა ერთმანეთს „საცოდავი“ და „უზრდელი“ უწოდეს
ზუგდიდის მერის ანგარიშის წარდგენის შემდეგ გიორგი შენგელიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ანა წითლიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. საკრებულოს წევრმა მერი ნეპოტიზმში და შეუსრულებელ დაპირებებში დაადანაშაულა. გარდა ამისა, წითლიძემ შენგელიას უთხრა, რომ მისი მერობის პირობებში „ქურდული გარჩევების“ ფაქტებმა იმატა და ეს მასთან პირდაპირ კავშირშია, რადგან მერის არჩევნებში სწორედ „ქურდული სამყაროს“ წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები. ენმ-ს წევრმა მერს იმ პირების ფოტოებიც გადასცა, რომლებიც წითლიძის მტკიცებით, „კანონიერი ქურდები“ არიან და ზუგდიდს „მართავენ“. „მერიის ააიპ-ში დაასაქმეთ თქვენი დეიდაშვილი. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსად კი დაინიშნა მიხეილ ჭკადუა, თქვენი უახლოესი მეგობარი და მხოლოდ იმიტომ, რომ ის თქვენი მეგობარია. ასევე თქვენმა მეგობარმა და საკრებულოს თავმჯდომარის ნათესავმა ლაშა ბოხუამ ბოლო დროს მოიგო 18 ტენდერი და აქვს მიღებული გამარტივებული შესყიდვაც, რაც კორუფციული გარიგებაა. თქვენ შეგნებულად ხუჭავთ თვალს ან თქვენც ხართ ამაში გარეული“, - უთხრა წითლიძემ მერს. „ძალიან მეცოდებით“, ამ სიტყვებით დაიწყო გიორგი შენგელიამ დეპუტატისთვის პასუხების გაცემა, რისთვისაც მერმა „ქართული ოცნების“ დეპუტატების აპლოდისმენტები დაიმსახურა. ანა წითლიძე მსგავსმა მიმართვამ გააღიზიანა და მან მერს „უზრდელი“ უწოდა. „თქვენი მიზანი არის პოპულიზმი და სიტუაციის ესკალაცია. თქვენგან განსხვავებით, ჩვენი გუნდის მიზანია საქმის კეთება. ჩემი ბიძაშვილობა კი რატომ უნდა უშლიდეს ადამიანს, თუკი მას აქვს ამის უნარი სამსახური დაიწყოს?! თუ ის პროფესიული თვალსაზრისით დაუშვებს შეცდომას ჩვენი გუნდი აგებს პასუხს და თქვენი პოპულიზმი არ არის საჭირო. რაც შეეხება ბოლო ფოტოებს, რაც წარმოადგინეთ „მაყურებლებზე“, მე არ ვიცი ვინ არიან ესენი და რას მართავენ. მე ვიცი, რომ ზუგდიდს ვმართავ მე და ჩემი გუნდი“, - ასე უპასუხა მერმა დეპუტატის ბრალდებებს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: / atinati1059 Instagram: / radioatinati1059fm
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
გარემოვაჭრეები მერის მოადგილეს დაუპირისპირდნენ
Tatia Rogava
ანი წითლიძე ქალაქის მერს კორუფციაში ადანაშაულებს,ირაკლი გოგო...
odishitv
კლუბ "ზუგდიდის" 51% გასხვისდება
Radio Atinati
ზუგდიდის მერიამ სააღდგომოდ 550 ბენეფიციარს სასურსათო კალათებ...
Radio Atinati
ანა წითლიძემ ვიცე მერის გია გულორდავას გუშინდელ განცხადებას...
Radio Atinati
არჩეულმა მერმა და გუბერნატორმა მერაბ კოსტავასა და ზვიად გამს...
Radio Atinati
ვაქცინაციის პროცესი სამეგრელოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 94 სკოლა რეაბილიტირდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster