ზუგდიდის მერიამ სააღდგომოდ 550 ბენეფიციარს სასურსათო კალათები გადასცა

16.04.2020 01:33

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, სააღდგომოდ, 550 ბენეფიციარს სასურსათო კალათები გადასცა. სასურსათო კალათა მრავალშვილიან ოჯახებს, დედ-მამით ობლებს, 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს, მარტოხელა მშობლებს, უფასო სასადილოსა და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებს, ასევე მე-2 მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებს გადაეცათ. პროდუქტების გადაცემის პროცესს მონიტორინგს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მერის მოადგილეები გიგა ფარულავა და კონსტანტინე კაკავა და ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია უწევენ. სასურსათო კალათა ყველა საჭირო პროდუქტს მოიცავს. ბენეფიციარებს საკვებ პროდუქტებს მერის წარმომადგენლები და მოხალისეები სახლებში მიუტანენ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook:   / rado.atinati   Google+: https://plus.google.com/u/1/116211701... Twitter:   / atinati1059   Instagram:   / radioatinati1059fm

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო