ფლანგვის დეტექტორი: ზუგდიდის მერიამ ქუჩების მორეცხვისთვის 20 ათასამდე ლარი დახარჯა
07/16/2020
Radio Atinati-ის
მიერ
ზუგდიდის მერიამ ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს ქუჩების მოსარეცხად 19 430 ლარი დახარჯა. შესაბამისი ინფორმაცია „მმართველობის მონიტორინგის ცენტრმა“ გამოითხოვა. გამოქვეყნებული დოკუმენტაციით დგინდება, რომ 10 ქუჩის მორეცხვაში მერიამ 2.5-ჯერ მეტი გადაიხადა, ვიდრე ბათუმმა და ქუთაისმა 110 ქუჩის მორეცხვაში ერთად.
კერძოდ, გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ მუნიციპალიტეტის აიიპ \"ზუგდიდდასუფთავების ცენტრმა’’ გაწეულ სამუშაოზე დახარჯა 18 045 ლარი, „კეთილმოწყობის მართვის ცენტრმა“ კი - 1385.
ორგანიზაციის შეფასებით, 20 ათასამდე ლარი, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, ფაქტობრივად, ზუგდიდის მერიის საიმიჯო კლიპის გადაღებას მოხმარდა. საუბარია ვიდეოზე, რომელშიც სპეციალურად ამ კლპისთვის შექმნილ სიმღერას ასრულებენ. კლიპში კი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნლები, მათ შორის, ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია ჩანს.
ორგანიზაციის მკვლევარებმა გამოიკვლიეს, რომ ეს თანხა ზუგდიდში 324 სოციალურად დაუცველის ერთი თვის საარსებო შემწეობას ეყოფოდა, რადგან ზუგდიდში ყოველი მეექვსე ადამიანი სოციალურად დაუცველია და მათი ყოვეთვიური საარჩესო შემწეობა 60 ლარია.
გარდა ამისა, ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თქმით, ქუჩების მორეცხვას სამედიცინო მნიშვნელობა არ აქვს. უფრო მეტიც, ქუჩების მოსარეცხად გამოყენებული ქიმიური ხსნარები საზიანოა ადამიანების კანის, თვალებისა და სასუნქთი გზებისთვის.
რადიო \"ათინათი\"
Website:http://radioatinati.ge/
Facebook: / rado.atinati
Twitter: / atinati1059
https://www.instagram.com/radioatinat...